ლოცვა დილით და საღამოს, ნახევრად მძინარე მდგომარეობაში უნდა წაიკითხოთ. იკითხეთ ერთი თვის მანძილზე.
" ღვთის საჩუქარი - ჩემი საჩუქარია. ამ დღის ყოველ მომენტს ღვთის სადიდებლად ვიყენებ. ჩემთანაა ღვთიური ჰარმონია, მშვიდობა და სიმრავლე. ღვთიური სიყვარული ჩემგან მოდის, ლოცავს ყველას, ვინც ჩემს გარშემო ტრიალებს. ამ სიყვარულით ვიკურნები. ბოროტება არმაშინებს, რადგან უფალი ჩემთანაა. ყოველთვის ვარ ღვთის ძალითა და სიყვარულით სავსე. ვადასტურებ, რომ ვგრძნობ, ვიცი და მტკიცედ მწამს, რომ ღვთიური სიყვარული და სიფხიზლე მიმართულებას გვაძლევს, კურნავს, ჩემი ოჯახის თითოეულ წევრსა და საყვარელ ადამიანს იფარავს.
ყველას ვპატიობ და გულწრფელად გავცემ ღვთიურ სიყვარულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ყველა ადამიანს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩემი არსების ცენტრალურ ნაწილში მშვიდობა მეფობს, ეს ღვთიური მშვიდობაა. ამ სიწყნარეში მის ძალას ვგრძნობ, ხელმძღვანელობასა და სიყვარულს. ნებისმიერ გზაზე ღვთიური ძალის შეწევნით ვარ მიმართული. მე ღვთიური სიყვარულის, ჭეშმარიტებისა და სილამაზის წმინდა გზა ვარ. ვგრძობ, როგორ მიედინება მისი სამყაროს მდინარე ჩემში. ვიცი, რომ ყველა ჩემი პრობლემა ღვთის გონებაში გააზრებულია. ღვთის გზა - ჩემი გზაა. სიტყვები, რომლებსაც ვამბობ, იქ ხვდება, სადაც ვგზავნი. მიხარია და მადლიერი ვარ, მჯერა რომ ჩემი ლოცვა უპასუხოდ არ დარჩება."
ლოცვა გულწრფელი გრძნობით წაიკითხეთ და გასაოცარ შედეგებს აუცილებლად მიიღებთ. ეს უნივერსალური ლოცვაა. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებას ნამდვილად შეუწყობს ხელს.