ლოცვა მოწამე ვიტა რომაელისადმი, ეპილეფსიით დაავადებულთათვის

635

ლოცვა მოწამე ვიტა რომაელისადმი,
ეპილეფსიით დაავადებულთათვის

ტროპარი: მოწამემან შენმან, უფალო, ვიტა ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ, ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხუა და შემუსრა კერპთა იგი
უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი.

ლოცვა

ჰოი, ღმრთისა სათნო მყოფელო, მოწამეო ვიტა! ღუაწლითა კეთილითა იღუაწე ქვეყანასა ზედა, ხოლო ცათა შინა სიმართლისა გვირგვინი დაიდგ, რომელიც
განუმზადა უფალმან ყოველთა მოყვარულთა მისთა.

ამისთვისცა წმიდისა ხატისა შენისა მიმხედველნი, განვიხარებთ შენისა ცხოვრებისა ყოვლადდიდებულისა
აღსრულებისათვის და პატივსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ხოლო შენ, წარდგომილმან წინაშე ღმრთისა საყდრისა, მიითვალენ ვედრებანი ჩვენნი და ყოვლადმოწყალესა ღმერთსა შესწირენ, რაითა მომიტევნეს ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი და შემწე გვეყოს ჩვენ
წინაშე ეშმაკთა მანქანებასა, რაითა დახსნილვიყვნეთ მწუხარებათაგან, სნეულებათაგან, უბედურებათა და
განსაცდელთაგან და ყოვლისაგან ბოროტისა, და რაითა ღმრთისმოსაობითა და პატიოსნებითა განვლოთ ცხოვრება ჩვენი და მეოხებითა შენითა ღირს ვიქმნეთ.

დაღათუ უღირს ვართ, ხილვად სიკეთისა ქვეყანასა ზედა ცხოვრებულთასა, მადიდებელთა წმიდათა შორის დიდებულისა ერთისა ღმრთისა, მამისა ძისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები