როგორ ტარდება ჯვრისწერა – ეს უნდა იცოდეს ყველამ დაოჯახების წინ

796

როგორ ტარდება ჯვრისწერა – ეს უნდა იცოდეს ყველამ დაოჯახების წინ

მეფე-დედოფალი ხელში ანთებული სანთლებით, რაც საიდუმლოს სულიერ ნათელს განასახიერებს, საზეიმოდ
შემოდიან ტაძრის შუაში.

მათ წინ უძღვის მღვდელი საკმევლით, მიუთითებს რა ამით, რომ ცხოვრებაში მათ უნდა იცხოვრონ უფლის მცნებების მიხედვით, ხოლო მათი კეთილი საქმეები იქნება საკმეველი უფლის წინაშე.

გუნდი ეგებება მათ 127-ე ფსალმუნის გალობით, რომელშიც წინასწარმეტყველი მეფსალმუნე დავითი ღვთით კურთხეულ ცოლ-ქმრობას ადიდებს;

ყოველი ტაეპის წინ გუნდი გალობს: „დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა“.
მეფე-დედოფალი დგება ანალოღიის წინ, რომელზეც ჯვრები, სახარება და გვირგვინები დევს.

მეფე-დედოფალი მთელი ეკლესიის წინაშე კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ თავისუფალ და არა იძულებით სურვილს, შეერთდნენ ჯვრისწერით.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ამის შემდეგ იწყება ცოლ-ქმრობის საიდუმლო კურთხევა – დაქორწინების წესი.
ჯვრისწერა იწყება ლიტურგიკული სიტყვებით: „კურთხეულ არს მეუფება…“, რომელიც განასახიერებს მეფე-დედოფლის
თანაზიარებას სასუფეველში.

მღვდელი წარმოთქვამს სამ გრძელ ლოცვას. პირველი ლოცვა მიმართულია უფალი იესო ქრისტესადმი და სთხოვს მას, აკურთხოს ჯვრისწერა. მეორე ლოცვაში მღვდელი სთხოვს ღმერთს, რომ მან აკურთხოს, დაიცვას და მოიხსენოს დაქორწინებულები.

მესამე ლოცვაში კვლავ მიმართავს მღვდელი ღმერთს, რომელმაც შექმნა ადამიანი და შემდეგ მისი ნეკნიდან შექმნა ცოლი მის დასახმარებლად, ახლაც შეეწიოს მათ და ქნას ისინი ერთ სულ და
ერთ ხორც და მიანიჭოს მათ მუცლის ნაყოფი.

ამ ლოცვების შემდეგ დგება ყველაზე მნიშვნელივანი წუთები ჯვრისწერისა. ის, რაზეც მღვდელი სთხოვდა უფალს
– ღვთის კურთხევას – ახლა ხილულად გადმოდის ჯვარდაწერილებზე, აერთიანებს და აძლიერებს მათ ცოლ-ქმრულ ცხოვრებას.

მღვდელი იღებს გვირგვინს, გადასახავს საქმროს ჯვარს და თავზე ადგამს. ასევე აკურთხებს იგი საცოლესაც. გვირგვინებით შემკობილები, საცოლე და საქმრო უფლის წინაშე დგანან და მის კურთხევას ელიან. დგება ჯვრისწერის საზეიმო, წმინდა წუთები.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები