ასკილის უნიკალური თვისებები, რომლებიც აქამდე არ იცოდით
სამკურნალოა არა მხოლოდ ასკილის ნაყოფი, არამედ მისი ფესვი, ფოთოლი, ყვავილი და თესლიც კი. ასკილი ყველასთვის ცნობილია, როგორც С ვიტამინის ერთგვარი „საბადო“, მასში ეს ვიტამინი 5–10 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში და 40–50 ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში.
ასკილი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა. ასკილი გრიპთან და გაციებასთან მებრძოლი საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ასკილს სხვა დაავადებების წინააღმდეგაც იყენებენ. ასკილის მწიფე ნაყოფი შეიცავს წყალს, ცილებს, ნახშირწყლებს, საკვებ ბოჭკოებს, თავისუფალ ორგანულ მჟავებს, დიდი რაოდენობით ელემენტებს (კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, ქრომი, კობალტი, მოლიბდენი), ვიტამინებს (B1, В2, B6, K, E, РР, С),საღებავ ნივთიერებებს, კაროტინს, რიბოფლავინს, ლიმონისა და ვაშლის მჟავას, შაქრებს, ფიტონციდებს, ეთერზეთებს.
ასკილი წმენდს სისხლძარღვოვან სისტემას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება სისხლნაკლებობის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის, ღვიძლის სამკურნალოდ. ასკილი ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც მატონიზირებელი, გამამაგრებელი საშუალება, ის აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას; ამაღლებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ინფექციური დაავადებების დროს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. მას იყენებენ ჰიპერტონიული დაავადებების სამკურნალოდ.
ინფექციური დაავადებებისა და ვიტამინების ნაკლებობის დროს დაამზადეთ ასკილის ნაყენი შემდეგნაირად: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ გამომშრალ ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, ადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. შეფუთეთ და გააჩერეთ ღამით, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ თაფლთან ერთად დღის განმავლობაში.
ასკილის თესლი ზეთის მოსამზადებლად გამოიყენება, რომელიც ებრძვის დამწვრობებს, წყლულებს, დერმატოზებს.
ნაყენის მოსამზადებლად ხარისხიანი თერმოსი გამოიყენეთ. დაჭრილი ნაყოფი თერმოსში ჩაყარეთ და დაასხით მდუღარე. 40 გ ასკილს – 1 ლ წყალი. დადგით 8 საათით. ასეთი სახით ასკილი ინარჩუნებს მეტ სასარგებლო თვისებას, ვიდრე მოხარშვისას. გახსოვდეთ, რომ ასკილის საშუალებით წონის კლება ნელა მიმდინარეობს. ეს ნატურალური საშუალებაა, რომელიც თანდათან მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რეგულარული გამოყენება.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.