ლოცვა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ

1979
ლოცვა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ
ლოცვა 1

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გულმოწყალებითა გარდამოიხილე ჩუენ ცოდუილთა და მდაბალთა ლოცუათა ზედა და ევედრე ძესა შენსა, რაჲთა მოგუმადლოს სულიერი და ხორციელი სიმრთელეჲ ყოველთა შენდა მოლტოლვილთა და ყოველი საჴმარი საუკუნოჲსა და ჟამიერისა ამის ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რაჲთა მოგვიტევოს ყოველნი ცოდუანი ჩუენნი ნებსითნი და უნებლიეთნი და ყოველთა მწუხარებათა და სნეულებათაგან და ყოველთა ზედამოსვლათაგან და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან გვიჴსნას ჩუენ.

დედუფალო ჩუენო ყოვლადსახიერო, შეუძვრელო სასოო ჩუენო და მეოხო უბრძოლველო! ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, მრავალთა შეცოდებათა ჩუენთათჳს, არამედ განგვიპყარ ხელი დედობრივისა გულმოწყალებისა შენისა და ნიში კეთილი გარდამოავლინე ჩუენ ზედა.

გამოაჩინე მდიდარნი წყალობანი შენნი და კეთილმოსწრაფებითა სახიერებაჲ აჩუენე ყოველსა საქმესა შინა;

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ყოვლისა საწყისისაგან ცოდუილსა და ბოროტისა ზრახუისაგან განგუარიდე ჩუენ, რაჲთა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა და თაყუანისვსცემდეთ პატიოსანსა ხატსა შენსა და ვადიდებდეთ ღმერთსა მამასა და მხოლოშობილსა ძესა მისსა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტჱსა და წმიდასა სულსა, ყოველთა წმიდათა თანა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა 2

ღმრთისა მშობელო დედუფალო, უფროჲსად დიდებულო დედაო უხუებისა და კაცთმოყუარებისაო, გულმოწყალეო მეოხო ყოვლისა სოფლისაო, შევრდომილნი მონანი შენნი, შენისა საღმრთოჲსა შუამდგომლობისა მომართ მოლტოლვილნი და ყოვლადსასწაულმოქმედისა ხატისა შენისა მომართ ლმობიერებითა მხმობელნი გევედრებით შენ:

მხურვალებითა ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, ჵ, ყოვლადსაგალობელო დედუფალო, რაჲთა ყოველთა სნეულებათა და მწუხარებათაგან გვიჴსნას ჩუენ მიერ შენსა და ყოველთაგან ცოდუათა განგუანთავისუფლოს ჩუენ და ზეციურისა სამეფოჲსა თჳსისა მემკუიდრედ გამოგუაჩინოს.

დიდი და გამოუთქმელი კადნიერებაჲ გაქუს შენ წინაშე მისსა, ვითარცა დედასა და ყოველივე ძალგიძს, რაჲცა გენებოს, მხოლო სახიერო და კურთხეულო. ამინ

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები