ეს ლოცვა ყველა ნათლიამ უნდა წაიკითხოს ნათლულისთვის

938
ეს ლოცვა ყველა ნათლიამ უნდა წაიკითხოს ნათლულისთვის
ლოცვა ნათლულთათვის
უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესადმი

უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი ქვეშე საფარველსა შენსა, დაიცევ ყოველთა ბოროტთა გულისთქმათაგან, განაშორე მათგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, განუხვენ მათ ყურნი და თვალნი გულისანი, ეც სიჩჩოება და შემუსვრილება გულთა მათთა.

უფალო, ყოველნივე ქმნულნი შენნი ვართ, შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და მოაქციენ იგინი სინანულად.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და განანათლენ გონებანი მათნი ნათლითა მით წმიდისა სახარებისა შენისა სწავლებისათა და დაადგინენ იგინი გზასა მცნებათა შენთასა და ასწავე მათ, მაცხოვარ, აღსრულებად ნებისა შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი.

ლოცვა ღვთისა დედისადმი
მოსაქცევად გზააბნეულისა ნათლულისა
(წმიდისა გაბრიელ ნოვგოროდელისა)

ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ზეცისაო, ღვთისმშობელო ქალწულო! შობითა შენითა იხსენ ნათესავი კაცთაჲ ეშმაკისა საუკუნოჲსა სატანჯველისაგან; რამეთუ გვიშევ ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი. მოიხილე მოწყალებითა შენითა ამასცა ზედა (სახელი), მოკლებულსა წყალობისაგან ღვთისა და მადლისა, დედობრივითა კადნიერებითა და ლოცვითა შენითა გამოითხოვე ძისა შენისაგან, ქრისტეს ღვთისა ჩუენისაგან, რათა გარდამოავლინოს მადლი თვისი ამას წარწყმედასა მიწევნულსა ზედა. ჰოი, ყოვლადკურთხეულო! შენ ხარ უსასოთა სასო, სასოწარკვეთილთა ხსნა, დე ნუ იხარებს მტერი სულსა მისსა ზედა!

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია