სიროფი, რომელიც მკურნალობს ღვიძლს, თირკმელებსა და ნაწლავებს!

1082

სიროფი, რომელიც მკურნალობს ღვიძლს, თირკმელებსა და ნაწლავებს!

აღნიშნული საშუალება გეხმარებათ გამოჯანმრთელებაშიმ ღვიძლის ციროზის დროსაც კი.

„მე მყავდა მეზობელი, რომელსაც ძალიან უყვარდა სასმელი და სმა. და ის იმდენად გახდა ამ ყოვეილვეზე დამოკიდებული, რომ ღვიძლის ციროზი დაემართა. დიდხანს მკურნალობდა, რამდენჯერმე იყო საავადმყოფოში, მაგრამ სრულად მაინც ვერ გამოჯანმრთელდა.

მას შემდეგ კი აღმოაჩინა ეს რეცეპტი, რომელიც მისთვის ხნად იქცა

სამკურნალო სიროფის რეცეპტი:

იაროსა და ტანზის ყვავილები მოათავსეთ მინანქრის ქვაბში და დაასხით 2 ლიტრი ცივი წყალი. ქვაბს დააფარეთ თავსახური და დატოვეთ მთელი ღამე ოთახის ტემპერატურაზე.

შემდეგ დადგით ცეცხლზე, მაგრამ არ ადუღოთ. გადმოდგით ცეცხლიდან, სანამ წყალი ადუღდება. გააჩერეთ კიდევ 4-5 საათი. შემდეგ კვლავ გაიმეორეთ იგივე პროცედურა: დადგით ცეცხლზე, მაგრამ არ აადუღოთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გაწურეთ ბულიონი მარლის სამი ფენით.

მიღებული სითხის რაოდენობა გაზომეთ 1 ლიტრიანი ქილით. თითოეულ ლიტრ სითხეს დაუმატეთ 3 ჭიქა შაქარი და ადუღეთ ეს შემადგენლობა 6-8 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. ქაფი, რომელიც დუღილის დროს გამოჩნდება, უნდა მოიხსნას. შემდგომ გადმოდგით ცეცხლიდან, ოდნავ გააგრილეთ და ჯერ კიდევ თბილ სიროფს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. თაფლი კარგად აურიეთ ისე, რომ მთლიანად დაიშალა. ჩაასხით სუფთა ქილაში, გააგრილეთ და შეინახეთ მაცივარში.

გამოყენების წესი: დალიეთ 2-ჯერ დღეში – დილით უზმოზე და საღამოს დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე, 25გრ. კურსი 21 დღეა. შემდეგ შესვენება 7 დღის განმავლობაში და კვლავ გაიმეორეთ 21 დღის განმავლობაში. შემდეგ ისევ 7 დღიანი შესვენება – და ისევ დალიეთ სამკურნალო სიროფი 21 დღის განმავლობაში. საუკეთესო ეფექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 3 კურსის დალევა.

სამომავლოდ პროფილაქტიკისთვის საჭიროა იაროს ყვავილებისა და ტანზინის სამკურნალო სიროფის დალევა წელიწადში 2-ჯერ, თითო 1 ლიტრი – გაზაფხულზე და შემოდგომაზე.

უკუჩვენებები – შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის

Facebook კომენტარები