გაწუხებთ ᲖᲣᲠᲒᲘᲡ ᲢᲙᲘᲕᲘᲚᲘ? გთხოვთ გაითვალისწინოთ: 3 მარტივი ვარჯიში ზურგის კუნთების გასაძლიერებლად

1368

გაწუხებთ ᲖᲣᲠᲒᲘᲡ ᲢᲙᲘᲕᲘᲚᲘ? გთხოვთ გაითვალისწინოთ: 3 მარტივი ვარჯიში ზურგის კუნთების გასაძლიერებლად

საუკეთესო ვარჯიშები ყოველდღე, რომლითაც დაივიწყებთ წელის ტკივილს

წელის ტკივილი ჩნდება როგორც ზრდასრულ ასაკში, ასევე ახალგაზრდობაშივე. ბევრისთვის ეს იშვიათი მოვლენაა, ზოგისთვის კი ჩვეულებრივი, მეტიც ყოველდღიური მოვლენაა. თუ არა ერთი მცდელობის მიუხედავად ტკივილმა მაინც არ მიგატოვა, დროა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. და მკურნალობის ერთ-ერთი ეტაპი კი იქნება ქვედა ზურგის გამაძლიერებელი ვარჯიშები. მათი ყოველდღიური შესრულებით, სამუდამოდ დაივიწყებთ პრობლემას!

1. მენჯის აწევა: ეს არის უმარტივესი, მაგრამ ძალიან ეფექტური ვარჯიში. დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში. გაჭიმეთ მუცელი და ამავდროულად აწიეთ მენჯი მაღლა, გააჩერეთ რამდენიმე წამი და ჩამოდით იატაკზე. გამეორებების რაოდენობაა 10.2. მუხლების მიზიდვა მკერდთან: დაწექით ზურგზე, მიიწიეთ მუხლი მკერდთან რაც შეიძლება ახლოს, დააფიქსირეთ პოზიცია და ჩამოწიეთ ფეხი. გაიმეორეთ 10-ჯერ თითოეული ფეხისთვის.

3. პირიფორმის კუნთის დაჭიმვა: მწოლიარე მდგომარეობაში დაადეთ ერთი ფეხის ტერფი მეორე ფეხის მუხლის თავზე. მოხვიეთ ხელები ფეხს მუხლის ქვეშ, რომელიც ზევითაა მოქცეული, ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას  ამ დროს კი მუხლი ძლიერად გადაწიეთ გვერდზე. დარჩით ამ მდგომარეობაში 30 წამის განმავლობაში. უნდა გაიმეოროთ ეს სავარჯიშო 3 ჯერ თითოეული ფეხისთვის.ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე უკუჩვენება და სერიოზული თანმხლები დაავადებები, რომლებიც ხელს გიშლით რაიმე ფიზიკური ვარჯიშის გაკეთებაში.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია