ინფორმაცია, რომელიც გაგაოცებთ! აი რა გელით, როცა ხშირად მიირთმევთ მჟავე კომბოსტოს. .

1791

ინფორმაცია, რომელიც გაგაოცებთ! აი რა გელით, როცა ხშირად მიირთმევთ მჟავე კომბოსტოს. .

თან გემრიელი და თან ხრაშუნა პროდუქტი . . ჩემს გარშემო არავინ მეგულება ვისაც კომბოსტოს მწნილი არ უყვარს!

თან ყველაზე სასიამოვნო ინფორმაცია ისაა, რომ კომბოსტოს მწნილი არა მარტო გემრიელ საკვებად ითვლება, არამედ სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა! უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ სისუსტის, სურდოს და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს კომბოსტოს მწნილის მირთმევა ნამდვილად გააუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას!

მაშ, გავიგოთ რაში მდგომარეობს კომბოსტოს მწნილის ჯადოსნური თვისებები:

ერთი შეხედვით უბრალო პროდუქტი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ თითქმის ყველა ვიტამინს შეიცავს: A პროვიტამინი, C, B1, B2, B3, B6, K და U ვიტამინები. სხვათა შორის, U ვიტამინი კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს თავიდან აგაცილებთ.

ხოლო C ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით კომბოსტოს მწნილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და უჯრედების და ქსოვილების დაბერებას აფერხებს. მაშინ როდესაც თქვენ კომბოსტოს მწნილს მიირთმევთ, ამ დროს უჯრედები მკვებავი ნივთიერებებით მარაგდებიან და შემდგომ სწორედ ეს პროცესი მათ აღდგენას უწყობს ხელს.

ასევე უნდა იცოდეთ ისიც, რომ კომბოსტოს მწნილი ბევრ იოდს შეიცავს. მასში რძის მჟავაც შედის, რომელსაც ნაწლავის ჩხირების და სხვა სახიფათო ბაქტერიების განადგურებაც შეუძლია.

ზედმეტი კილოგრამების მოშორება გსურთ? ამ ამოცანის შესრულებაში კომბოსტოს მარილწყალი დაგეხმარებათ, რომელიც შესანიშნავ წონის შემამცირებელ და გამწმენდ თვისებებს ფლობს. მასში დიდი რაოდენობით ტარტრონული მჟავა შედის, რომელიც ცხიმს დაგროვების საშუალებას არ აძლევს. დადებით ეფექტს საკმაოდ სწრაფადვე შეამჩნევთ.

კომბოსტო უმი სახით თუ მწნილის სახით? : რომელი უფრო სასარგებლოა?

ზოგადად მოგეხსენებათ, რომ თერმული თუ სხვა დამუშავების შემდეგ პროდუქტები თავის ღირებულ თვისებას ნამდვილად კარგავენ, მაგრამ ეს კომბოსტოს მწნილს არ ეხება. სწორედ ამიტომ, კომბოსტოს მწნილი ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე უმი სახით!

რადაგან სწორედაც, რომ დამწნილების პროცესში კომბოსტო ახალი ღირებული ნივთიერებებით და ვიტამინებით გაჯერებული ხდება, რომელიც პროდუქტის მომზადებიდან 10 თვე ინახება.

სხვათა შორის, დამწნილების დროს კომბოსტოს წვრილად დაჭრა აუცილებელი არაა. მეტიც, რაც უფრო მსხვილად დაჭრით, მით უფრო მეტ სასარგებლო ვიტამინს და მიკროელემენტს შეინარჩუნებთ.

საინტერესოა, სარგებელთან ერთად რით შეიძლება იყოს საზიანო კომბოსტოს მწნილი ? 

მაღალი ორგანული მჟავის შემცველობისდა გამო კომბოსტოს მწნილი ზოგიერთი დაავადების დროს შეიძლება საზიანოც კი იყოს. ის თირკმელზედა ჯირკვლის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ჰიპერტონიის, ნაღვლის ბუშტში კენჭების და თირკმლის უკმარისობის დროს უკუჩვენებულია.

ჩვენი რჩევა იქნება: თუ მწვავე გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გაწუხებთ, ეს პროდუქტი სიფრთხილით უნდა მოიხმაროთ:

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კომბოსტოს მწნილის გასინჯვა ძალიან გსურთ, გამოყენების წინ მარილწყალი კარგად მოაშორეთ ან თავიდან ძალიან მცირე რაოდენობს მარილით დაამწნილეთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია