8 ცუდი ჩვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ მათი თავიდან აცილება!

3253

8 ცუდი ჩვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ მათი თავიდან აცილება!

ჯანმრთელობის რჩევები

მოგეხსენებათ თირკმელები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანის ორგანიზმში. ისინი ორგანიზმში მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ.

იცოდით, რომ თირკმელები ფილტრავენ დაახლოებით 120-150 ლიტრ სისხლს, რათა გამოიმუშაოს 1-2 ლიტრი შარდი და ამოიღონ ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან? როგორც უკვე ვთქვით, თირკმელები ასრულებენ ბევრ სასიცოცხლო ფუნქციას ადამიანის სხეულში, როგორიცაა ორგანიზმში ნარჩენების დაგროვების თავიდან აცილება, ელექტროლიტების დონის სტაბილური შენარჩუნება და ჰორმონების შექმნა, რომლებიც არეგულირებენ არტერიულ წნევას, ქმნიან სისხლის უჯრედებს და აძლიერებენ ძვლებს.

აი, რა უნდა გააკეთოთ თქვენი თირკმელების დასაცავად. 8 ცუდი ჩვევა:

შარდის ბუშტის არ დაცლა:

შარდის შეკავებამ, განსაკურებით თუ მას რეგულარული სახე ექნება, შეიძლება გაზარდოს შარდის წნევა თირკმელებში და გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა ან შარდის უნებლიე შეუკავებლობა.

არასაკმარისი წყლის მიღება:

თირკმელები ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დატენიანებული, რომ შეასრულონ თავიანთი ფუნქციები. თუ საკმარისი რაოდენობის წყალს არ ვღებულობთ, ტოქსინები შესაძლოა სისხლში დაგროვდეს. თირკმელების ეროვნული ფონდი გვთავაზობს დღეში მინიმუმ 12 ჭიქა წყლის დალევას. უმარტივესი გზა იმის გასარკვევად, თუ ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის წყალია, არის შარდის ფერის შემოწმება. (მუქი ფერი წყლის მცირე მაჩვენებელზე მიანიშნებს)

მარილის დიდი რაოდენობით მიღება:

მარილი აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ უნდა შეზღუდოთ მისი მიღება. ამ მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა და ზედმეტად დატვირთოს თირკმელები. დაშვებულია დღეში არაუმეტეს 5,8 გრ მარილის მოხმარება.

ანალგეტიკების რეგულარული გამოყენება:

ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ წამლებს ძალიან მაღალი დოზებით და არასწორი რაოდენობით. როცა ტკივილი გვაწუხებს, მედიკამენტების მიღება ძალიან ადვილია. მაგრამ, ორჯერ მეტად უნდა დაფიქრდეთ, რადგან ყველა მედიმანეტს აქვს გვერდითი მოვლენა და მათი დიდი რაოდენობით მიღება აზიანებს თირკმელების მოქმედებას. რამდენად გვიღირს ეს ყოველივე . .

ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება:

ალკოჰოლში აღმოჩენილი ტოქსინები არა მხოლოდ ღვიძლს, არამედ თირკმელებსაც აზიანებს. ჯანმრთელობის ავსტრალიისა და ამერიკული ფონდის თანახმად, თირკმელების დაავადების თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა ალკოჰოლის ზომიერად მიღებაა.

საერთო ინფექციების იგნორირება:

ჩვეულებრივი ინფექციების იგნორირებამ, როგორიცაა გაციება, გრიპი, ხველა, ყელის ტკივილი, ტონზილიტი და სხვა, ასევე შეიძლება დაარღვიოს თირკმელების ფუნქციონირება. გარდა ამისა, თირკმლის დაავადების მქონე ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან ამინდის ცვლილების მიმართ და ხშირად ავადდებიან.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია