საუკეთესო ბუნებრივი ანტიჰისტამინები ალერგიული რეაქციების წინააღმდეგ საბრძოლველად!

433

საუკეთესო ბუნებრივი ანტიჰისტამინები ალერგიული რეაქციების წინააღმდეგ საბრძოლველად!

გაწუხებთ სეზონური ალერგია? შეიძლება გაგიკვირდეთ, თუმცა არსებობს ბუნებრივი ანტიჰისტამინი, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ მედიკამენტების ნაცვლად!

ოდესმე დაფიქრებულხართ რა იწვევს საშინელ ცემინებას, ცხვირის გაჭედვას და ხველას?

ბუნებრივი ანტიჰისტამინები:

მთელი ეს ტანჯვა გამოწვეულია თქვენს ორგანიზმში არსებული ნივთიერებით, რომელსაც ჰისტამინი ჰქვია. ჰისტამინი გამოიყოფა როგორც ორგანიზმის რეაქცია რაღაც უცხოზე, რომელიც იქ არ უნდა იყოს, მაგრამ სეზონური ალერგიის შემთხვევაში ორგანიზმი ზედმეტად რეაგირებს ამ ყოველივეზე

ანტიჰისტამინი არის პრეპარატი ან ნივთიერება, რომელიც ბლოკავს ჰისტამინის მოქმედებას და ამით ხსნის ჰისტამინის გამოყოფით გამოწვეულ სიმპტომებს. არსებობს მრავალი პრეპარატი, რომელიც მოქმედებს როგორც ანტიჰისტამინები, მაგრამ ამ სტატიაში ჩვენ მხოლოდ ბუნებრივ ანტიჰისტამინებს განვიხილავთ.

ესაა ბუნებაში ნაპოვნი ნივთიერებები და შეგიძლიათ სცადოთ სიმპტომების შემსუბუქება იმ გვერდითი ეფექტების რისკის გარეშე, რომლებსაც ხშირად ანტიჰისტამინები იწვევს. ანტიჰისტამინური გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას და პირის სიმშრალეს. მოდით შევხედოთ რამდენიმე ბუნებრივ ანტიჰისტამინს:

კვერცეტინი:

ესაა ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც გვხვდება ხახვსა და ვაშლში. ის მოქმედებს სასუნთქ გზებში ანთების შემცირებით. საცდელ მილებში კვერცეტინი აფერხებდა ჰისტამინისგან უჯრედების გამოყოფას. შეგიძლიათ იპოვოთ ის დანამატებში. არ არის ცნობილი მისგან გამოწვეული გვერდითი მოვლენები.

ბრომელენი:

ბრომელაინი ფერმენტია, რომელიც გვხვდება ანანასში. კარგია ალერგიის დროს ნაპოვნი რესპირატორული დისტრესისთვის. ის ასევე ანთების საწინააღმდეგო აგენტია. ესაა ხველის შესანიშნავი საშუალება. მისი ყიდვა შეგიძლიათ აფთიაქებში, ასევე უბრალოდ მიირთვით ანანასი. თუ მას იღებთ დანამატის სახით, მაშინ დოზა უნდა იყოს 400-500 მგ სამჯერ დღეში. არ არის ცნობილი მისი გვერდითი მოვლენები.

ვიტამინი ცე:

ყველამ იცის, რა შეუძლია ამ ვიტამინს. ის გვხვდება ციტრუსოვან ხილში და ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში დანამატის სახით. სცადეთ დღეში დოზა დაახლოებით 2 გრამი საუკეთესო შედეგისთვის. ის ებრძვის ჰისტამინებს და ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას. არ არის ცნობილი მისი გვერდითი მოვლენები.

შემდეგ ჯერზე, როცა სეზონური ალერგია შეგაწუხებთ, შეეცადეთ მიმართოთ ამ ბუნებრივ საშუალებებს აბების ნაცვლად.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია