დედის რეცეპტით მომზადებული ხველის საწინააღმდეგო უებარი საშუალება!

1722

დედის რეცეპტით მომზადებული ხველის საწინააღმდეგო უებარი საშუალება!

ჩემს 12 წლის გოგონას ბოლო დროს გაციებისას ძლიერი ხველა ეწყებოდა. ექიმები ძვირად ღირებულ წამლებს უნიშნავდნენ, მაგრამ ბავშვს არაფერი შველოდა. ჩემმა მეუღლემ გაიხსენა, რომ ბავშვობაში ხველის დროს დედა რაღაც გემრიელ წამალს ასმევდა, მაგრამ რას ზუსტად არ იცოდა. მაშინვე დავურეკე დედამთილს, რომელიც სოფელში ცხოვრობს და ძალიან უყვარს ხალხური რეცეპტებით მკურნალობა.

მან მასწავლა მართლაც უებარი საშუალება. აი, ხველის წამალიც: 2 ს/კ კარაქი, 2 კვერცხის გული (მაგრამ აუცილებლად ახალი, შინაური კვერცხისა), 1 ს/კ ხორბლის ფქვილი, 2 ჩ/კ თაფლი. დაუმატეთ 1 ჩ/კ წმინდად დაფქული ძირტკბილა. კარგად აურიეთ და წამალიც მზადაა. უნდა მისცეთ ბავშვს თითო ჩ/კ ყოველ 3 საათში ერთხელ. როგორც კი მივეცი ჩემს შვილს ეს წამალი, ხველამ უკლო და მალე სულ გაუარა.

მკურნალობის დროს ბავშვს არ უნდა ასვათ რძე და არც რძის პროდუქტები მისცეთ, თურმე ისინი ორგანიზმში ლორწოს აგროვებს. ვისაც ვასწავლე ეს რეცეპტი, ყველა კმაყოფილია. გირჩევთ თქვენც გამოიყენოთ მითუმეტეს თუ ეს საშუალება მარტივად მოსამზადებელია და ყველა სარგებელთან ერთად უებარიც

ექიმის კომენტარი: კვერცხის გულსა და ფქვილს ამოსახველებელი ეფექტი გააჩნია, თაფლი ხომ უნიკალური ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული საშუალებაა. ძირტკბილა ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან გამოიყენება ხველის სამკურნალოდ — მას ყველა ის ფარმაკოლოგიური ეფექტი აქვს, რომელიც სასუნთქი გზების ანთების მკურნალობისთვის არის საჭირო. ძირტკბილა ათხელებს ლორწოს, აცხრობს ანთებას, აქვს ამოსახველებელი ეფექტი. ასე რომ, რეცეპტის ყველა კომპონენტი ისეა შერჩეული, გახანგრძლივებული ხველის დროს უთუოდ კარგ შედეგს მიიღებთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია