ჩემს მამამთილს წოლითი რეჟიმის დროს გარკვეული დროის შემდეგ ქუსლების არეში გაუჩნდა ნახეთქები და წყლულები. თუმცა ამ მალამომ მართლაც სასწაული მოახდინა!

469

ჩემს მამამთილს წოლითი რეჟიმის დროს გარკვეული დროის შემდეგ ქუსლების არეში გაუჩნდა ნახეთქები და წყლულები. თუმცა ამ მალამომ მართლაც სასწაული მოახდინა!

ჩემს მამამთილს დაემართა ინსულტი და განუვითარდა დამბლა. დიდხანს იწვა ლოგინში. გარკვეული დროის შემდეგ ქუსლების არეში გაუჩნდა ნახეთქები და წყლულები, საიდანაც სითხე სდიოდა. ერთმა ნაცნობმა ქალბატონმა ამგვარივე წყლული საკუთარი მალამოთი მოირჩინა და მასწავლა მისი დამზადების წესი: ფაფასავით ათქვიფეთ 100-100 გრამი დამდნარი თაფლის სანთელი, ღორის ქონი, ზეითუნის ზეთი, 10 აბი სტრეპტოციდი და 1 მლნ პენიცილინი. ჩაასხით მინის ჭურჭელში და შეიზილეთ კანის დაზიანებულ ადგილებში დღეში სამჯერ.

მეც მოვამზადე მალამო და შედეგით გაოცებული დავრჩი — ჩემს მამამთილს წყლულები რამდენიმე დღეში მოუშუშდა. იმედია, მკითხველიც კმაყოფილი დარჩება.

ექიმის კომენტარი: მალამოს შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები სხვადასხვა ეფექტითა და ბიოაქტიურობით ხასიათდება. ძირითადი კომპონენტია თაფლის სანთელი, რომელსაც ანტისეპტიკური, ანტიანთებითი და ქსოვილთა რეგენერაციის დამაჩქარებელი თვისებები აქვს. მას ხშირად იყენებენ კანის ქრონიკული პათოლოგიების სამკურნალო გარეგანი საშუალებების დასამზადებლად. ღორის ქონსა და ზეითუნის ზეთს ამ შემთხვევაში გარქოვანებული ეპითელიუმის დამარბილებელი და ჩამომფცქვნელი ფუნქცია აქვს.

რაც შეეხება სტრეპტოციდსა და პენიცილინს, ისინი ანტიბაქტერიული პრეპარატებია, რომელიც საცხის შემადგენლობაში გააძლიერებს თაფლის სანთლის ანტიბაქტერიულ ეფექტს. ამრიგად, აღნიშნული შემადგენლობის მალამო მართლაც დადებითად იმოქმედებს კანის ნახეთქებისა და წყლულების მკურნალობისას. თუმცა აქვე უნდა გითხრათ, რომ მას მხოლოდ ადგილობრივი მოქმედების ეფექტი გააჩნია, ხოლო კანის მსგავსი ქრონიკული დაზიანებების საფუძველი ხშირად ორგანიზმის ზოგადი პათოლოგია გახლავთ. მაგალითად, ქუსლებზე ნახეთქების განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს შაქრიანი დიაბეტი, იოდის ცვლის დარღვევა და სხვა. მკითხველის მიერ აღნიშნულ შემთხვევაში კი წყლულის განვითარების საფუძველი ინსულტის ფონზე მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გახლავთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია