ქრისტესისხლას გასაოცარი თვისებები, გაეცანით თუ როგორ იყენებდნენ ჩვენი წინაპრები მას ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად!

1049

ქრისტესისხლას გასაოცარი თვისებები, გაეცანით თუ როგორ იყენებდნენ ჩვენი წინაპრები მას ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად!

დღევანდელ სტატიაში გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია ამ საოცარი მცენარის თვისებების შესახებ, რომლის შესახებაც ალბათ თქვენც გსმენიათ, თუმცა არ იცით როგორ გამოიყენოთ იგი

ქრისტესისხლა თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებებით მართლაც რომ გამოირჩევა. იგი როგორც კი ადამიანის სხეულზე მოხვდება, დაავადების გამომწვევ "ფესვს" ეძებს.

მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც მცენარის წვენის, ნახარშის, ნაყენის,ასევე ექსტრაქტის სახითაც.

მცენარის სამკურნალო თვისებების შესახებ ცნობები უძველესი დროიდან მოგვეპოვება, მეტსაც გეტყვით მისი დახმარებით კურნავდნენ კანის დაავადებებს (ლიქენი, მეჭეჭი, სოკო, ეგზემა).

ხოლო ყველაზე ღირებულია მისი ფესვის ყვითელი წვენია, რომელსაც დაზიანებულ ადგილას ხშირად ისმევენ. წვენი კანში სწრაფად აღწევს, ტკივილს ამცირებს და ქსოვილებს აღადგენს. ასევე ხალხურ მედიცინაში მცენარეს შინაგანი ორგანოების დაავადებების დროსაც აქტიურად იყენებენ, ოღონდ რაღა თქმა უნდა ზომიერად უნდა გამოიყენოთ.კონკრეტულად თვალის დაავადებების სამკურნალოდ: ქრისტესისხლას წვენი და თაფლი 1:1 თანაფარდობით აიღეთ და სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ ქაფის გამოყოფას არ შეწყვეტს და თავად თაფლის მსგავსი არ გახდება. ეს სითხე თვალზე ტრაქომას და ლიბრის დროს წაისვით.

აქვე გეტყვით, რომ 

სოფლებში დიათეზის დროს ბავშვებს ქრისტესისხლას ნახარშში აბანავებენ. ამავე ნახარშით კანის ტუბერკულოზს, მუნს კურნავენ, მეჭეჭებს და ჭორფლებს ამცირებენ. 1 ს/კ ქრისტესისხლას 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და 15 წუთით თერმოსში დააყენეთ. დღეში 3-ჯერ, 2 ს/კ ჭამამდე დალიეთ.

ზოგადად არსებობს ცრურწმენაც: ადამიანი, რომელიც ქრისტესისხლას ყველგან თან დაატარებს, საკუთარ თავთან და სხვებთან ჰარმონიაში იმყოფება.

აი, ასეთია ქრისტესისხლა, რომელიც მზადაა ადამიანს დაეხმაროს. თუმცა მისი გამოყენება ყველა დაავადების დროს ნამდვილად არ ღირს. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. პირველ რიგში, ქრისტესისხლა შხამია და შემდეგ უკვე სამკურნალო მცენარე. ამიტომაც მისი გამოყენების დროს არავითარ შემთხვევაში არ დაგვავიწყდეთ დოზირება!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია