იცოდით ორგანიზმზე ალუბლის ტოტების სარგებელის შესაზებ?! სამკურნალო ნახარშის 2 გამოცდილი რეცეპტი

615

იცოდით ორგანიზმზე ალუბლის ტოტების სარგებელის შესაზებ?! სამკურნალო ნახარშის 2 გამოცდილი რეცეპტი

ცოტამ თუ იცის, რომ არა მხოლოდ კენკრა, არამედ ხშირად მცენარის ფოთლებისა და ტოტების გამოყენებაც ძალიან სასარგებლოა ჩვენივე ჯანმრთელობისთვის. სწორედ დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რა სარგებელი აქვს ალუბლის ტოტებს და როგორ მიიღოთ მისგან მაქსიმალური სარგებელი

ამის გაკეთება ძალიან მარტივია და ნამდვილად არმოითხოვს ტქვენგან ზდმეტ დროს და ენერგიას! უბრალოდ სანამ შესაძლებელია, რამდენიმე ალუბლის ახალი ტოტი მოჭერით და მისგან არომატული ჩაი მოამზადეთ. მისი შეუდარებელი გემოს გასინჯვის შემდეგ ზამთრისთვის მომარაგება დაიწყეთ. ამისთვის კი საჭიროა, რომ ალუბლის ტოტები გაახმეთ, რომ მთელი წელი ხელმისაწვდომი იყოს. ამ კენკრის ხის ყლორტები ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს და საოცარი გემოც აქვს, ამიტომ მისგან მხოლოდ სარგებელს მიიღებთ.

ალბათ დაგაინტერესებთ რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ალუბლის ტოტებს? ახლავე მოგახსენებთ:

ალუბლის ტოტების სარგებელი ორგანიზმზე:

ღვიძლის დაავადების დროს – ადამიანებს, რომელთაც ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ასევე ღვიძლის დაავადებები აწუხებთ, ექიმები რაციონში ალუბლის ნახარშის დამატებას ურჩევენ. ამ ყველაფერში კი ალუბლის დაცვენილი ფოთლები და ტოტები გამოგადგებათ. რჩევა იქნება სეზონზე შეაგროვეთ და გაახმეთ ეს ყოველივე რათა წლის ნებისმიერ დროს გამოიყენოთ. ხოლო შემდგომ უკვე ამ ინგრედიენტებით ჩვეულებრივი ჩაი მოამზადეთ. 100 მლ ჩაი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. კურსი 2-3 თვე.

დაგჭირდებათ:

  • ალუბლის ტოტები
  • კენკრის ფოთლები
  • წყალი

მომზადების წესი კი უმარტივესია:

თვდაპირველად ხმელი ტოტები წვრილად დაჭერით, ფოთლები კი დააქუცმაცეთ, შემდგომ 2 ს/კ დაჭრილი ტოტები ჩაიდანში ჩაყარეთ. რამდენიმე ალუბლის ფოთოლიც დაუმატეთ და ბოლოს 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით.

ასე გააჩერეთ მთელი ღამე. დილით უკვე გადაწურეთ და ნახარში მთელი დღის განმავლობაში სვით

ასევე ამ საშუალების გამოყენება სასარგებლოა ფეხების დაღლილობის დროსაც – ასე დაღლილობას მოიხსნით, ხოლო საჭირო ინგრედიენტის დამატებით ტერფის კანს დაარბილებთ, ნაზს და გლუვს გახდით. რეგულარულად გამოიყენეთ და ეფექტი გაგაოცებთ.

დაგჭირდებათ:

  • ახალდაჭრილი ალუბლის ტოტები
  • წყალი
  • რძე

მომზადების წესი:

ტოტები ქვაბში მოათავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით. ადუღების შემდეგ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით გააჩერეთ, ნახარში ცეცხლიდან გადმოდგით. მარლაში გადაწურეთ და გაგრილებას დაელოდეთ.

ბოლოს ოთახის ტემპერატურის ნახარშს ცოტა რძე დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მზა საშუალება დილა–საღამოს ტერფებზე შეიზილეთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია