ამ საშუალებას "სოკოს მკვლელს უწოდებენ". შედეგი გარანტირებულია!
სოკოები, რომლებიც ფეხის ფრჩხილებზე გვხვდება, იწვევს ონკომიკოზს. ამის შედეგად ფრჩხილებს აქვთ ისეთი ფერი, რომელიც ძალიან ულამაზოა, თანაც იგი დაინფიცირების საშიშროებას გვიქმნის, რაც ძალიან საშიშია.
ფეხის სოკოს სამკურნალო უამრავი მედიკამენტი თუ მალამო არსებობს, მაგრამ ისინი გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ამჯერად ჩვენ გირჩევთ წამალს, რომლის მომზადებას სახლში შეძლებთ და დაემშვიდობებით ამ არასასიამოვნო დაავადებას.
ასე რომ, თუ გსურთ გაიგოთ თუ როგორ მზადდება იგი, მაშინ გააგრძელეთ ამ პოსტის კითხვა.
ფრჩხილის სოკოების აღმოფხვრა:
მასალა, რაც თქვენ გჭირდებათ ფრჩხილის სოკოს მოსაშორებელი წამლის დასამზადებლად არის:
- 50 მლ/ლ 90% ეთილის სპირტი
- 50 მლ/ლ წყალბადის ზეჟანგი
- 2 ს/კ თეთრი ძმარი
მომზადების მეთოდი:
აიღეთ მინის ჭურჭელი და ერთმანეთში შეურიეთ ეთილის სპირტი და წყალბადის ზეჟანგი. ამის შემდეგ დაუმატეთ ძმარი(ამ თანმიმდევრობის შერევა ხელს შეუშლის ალკოჰოლის აორთქლებას). შეინახეთ ჰერმეტულად დაცულ მინის ჭურჭელში გრილ მშრალ ადგილას. ყოველთვის ეცადეთ, რომ კონტეინერი დახურული გქონდეთ.
როგორ გამოვიყენოთ:
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ არის ფრჩხილები კარგად დაიბანეთ და გაიშრეთ. შემდეგ კი დაასველეთ ბამბის დისკი მიღებულ ნარევში და ფრთხილად წაისვით ზედაპირზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ 2 კვირის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ ცვლილებას აუცილებლად შეამჩნევთ.
რჩევები ფრჩხილის სოკოების თავიდან ასაცილებლად:
ფეხები კარგად უნდა დაიბანოთ და გაიმშრალოთ. გირჩევთ გამოიყენოთ ნეიტრალური ph- გელი, რომელიც ხელს უშლის კანის გაღიზიანებას.
აუცილებელია ფრჩხილების სწორად დაჭრა
თუ ფეხები ხშირად გიოფლიანდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფხვნილები, ფუნგიციდები ან ტალკი.
გამოიყენეთ კომფორტული ფეხსაცმელი, სასურველია ისეთი მასალისგან დამზადებული, რომელიც ჰაერს ატარებს. პერიოდულად გამოცვალეთ ფეხსაცმელი, გამოიყენეთ ბამბის წინდები.
მუდამ ატარეთ ფეხსაცმელი საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიცაა პლაჟები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, საუნები ან საზოგადოებრივი საშხაპეები, რადგან ფეხშიშველი სიარული სოკოების დაჭერის ერთ-ერთი უმარტივესი გზაა.