აღმოაჩინეთ ბრინჯის წყლის სასარგებლო თვისებები ჯანმრთელობისთვის
ოდესმე გიცდიათ მოხარშული ბრინჯის წყალის გამოყენება? უმეტესობამ არც კი იცის, რომ ამ წყალს ჯანმრთელობის მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია. ბრინჯის წყალი მდიდარია სასარგებლო ნუტრიენტებით. მისი მომზადება კი ძალიან მარტივია.
როგორ მოვამზადოთ ბრინჯის წყალი?
თქვენ გჭირდებათ მხოლოდ
- ბრინჯი
- სუფთა წყალი და
- ქვაბი.
ქვაბში ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი, დაასხით წყალი და დადგით გაზქურაზეწ რომ ბრინჯი მოიხარშოს. მოხარშვის შემდეგ წყალი გადაწურეთ ცალკე ჯამში. გამოიყენეთ ბრინჯის წყალი სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.
გვინდა გაგაცნოთ რამდენიმე ფაქტი იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია 1 ჭიქა ბრინჯის წყალს.
ხელს უშლის დეჰიდრატაციას
ზაფხულის დღეებში, ოფლიანობის შედეგად ვკარგავთ უამრავ წყალს, ბრინჯის წყალი კი იდეალურია დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.
ენერგიის აღმდეგი
ბრინჯის წყალი მდიდარია ნახშირწყლებით, რაც ხელს უწყობს ენერგიის აღდგენას. დილით ერთი ჭიქა ბრინჯის წყლის დალევა დღის დაწყების საუკეთესო გზაა. მისი დალევა ასევე შეგიძლიათ, როდესაც დაღლილობას ან ენერგიის უკმარისობას იგრძნობთ.
ხელს უშლის კიბოს.
ბრინჯის წყალი შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო გარკვეულ ტიპებს. ეს არის მოხარშული ბრინჯის წყლის ერთ-ერთი უდიდესი სარგებელი.
მზისგან დამცავი
ბრინჯის წყალი შეიცავს ნივთიერებას, სახელწოდებით ორიზანოლი. მას შეუძლია გაუძლოს მზის ულტრაიისფერ სხივებს. გამოიყენეთ ბრინჯის წყალი, რომ თქვენს კანს მზისგან დამწვრობა აარიდოთ.
შეუძლია დიარეის მკურნალობა
ბრინჯის წყალი საოცარი საშინაო საშუალებაა დიარეისთვის. როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ახალშობილები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ინფექციებისა და დაავადებების მიმართ, როგორიცაა დიარეა. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი მკურნალობა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი გაუწყლოება.
ხელს უშლის ყაბზობას
ბრინჯის წყალი მდიდარია ბოჭკოთი და იწვევს ნაწლავის გლუვ მოძრაობას. უფრო მეტიც, სახამებელი იწვევს კუჭში სასარგებლო ბაქტერიების განვითარებას. იგი ეხმარება ყაბზობის მოცილებას.
შეიძლება თავიდან აიცილოს ალცჰეიმერის დაავადება.
არსებობს რამდენიმე კვლევა, რომლის მიხედვითაც მოხარშულმა ბრინჯის წყალმა შეიძლება ხელი შეუშალოს ალცჰეიმერის დაავადებას.