როგორ გავთავისუფლდეთ მუცლის შებერილობისგან სულ რაღაც ერთ წუთში?!

6140

როგორ გავთავისუფლდეთ მუცლის შებერილობისგან სულ რაღაც ერთ წუთში?!

ყველამ ვიცით, რა უხერხულ დღეში შეიძლება ჩაგვაგდოს მუცლის შებერილობამ. რატომ და როგორ გვებერება მუცელი? 

შებერილი მუცელი არის პრობლემა, რომელიც უფრო და უფრო ხშირად ხდება ყველა ასაკის ადამიანებში. ეს იწვევს დისკომფორტის და შეშუპების შეგრძნებას, რომელიც ხშირად ხდება ჭარბი წონის გამო.

ხშირად დისკომფორტის მიზეზი ჩვენივე ცხოვრებისა და კვების წესია. მაგალითად, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების დაგროვებას ხელს უწყობს გაზიანი სასმელების ჭარბი მიღება. ჩვეულებრივ, ასეთი შებერილობა ადვილად გაივლის, რადგან ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში აირები სწრაფად შეიწოვება ნაწლავის კედელში ან გამოიყოფა ფიზიოლოგიური გზით. ჰაერის დიდი ულუფა კუჭში შეიძლება მოხვდეს ჭამის დროსაც, ამიტომ ნუ იჩქარებთ, მშვიდად მიირთვით.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი საკვები კუჭ-ნაწლავში დუღილს და აირების წარმოქმნას იწვევს. არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად ზომიერად უნდა მივირთვათ ტკბილეული და ცომეული, შავი პური, პარკოსნები, კარტოფილი და სხვა პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, უჯრედისს ან სახამებელს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი თეორია, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ შებერილობას თავი, მკურნალობა საკმაოდ მარტივია. ცნობილმა დიეტოლოგმა, სინტია სასმა შემოგვთავაზა სასმელის რეცეპტი, რომელიც უმოკლეს დროში გაგათავისუფლებთ მუცლის შებერილობისგან.
ამ სასმელს აქვს მინიმუმი კალორია და მოქმედებს, როგორც ცხიმების ძლიერი დამშლელი. გარდა ამისა, თქვენ მიიღებთ უამრავ სასარგებლო ნუტრიენტს მხოლოდ მისი რეგულარული მოხმარებით.
ამასთან ერთად, სინტია სასი ასევე აცხადებს, რომ ეს სასმელი ხელს უწყობს წონის დაკლებას.

ამ სასმელის დახმარებით თქვენ გაზრდით ელექტროლიტების მიღებას და დააჩქარებთ ორგანიზმის მეტაბოლიზმს.
შემადგენლობა:

2 ლ წყალი

12 პატარა პიტნის ფოთოლი

1 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა

1 საშუალო ლიმონი, წვრილად დაჭრილი

1 საშუალო კიტრი, გაწმენდილი და წვრილად დაჭრილი

მომზადება: დოქში, აურიეთ ყველა ინგრედიენტი. დატოვეთ ნარევი ერთი საათის განმავლობაში და მზად არის.

დღეში 8-10 ჭიქა უნდა დალიოთ. არ არის საჭირო დამატებითი ჩვეულებრივი სასმელი წყლის დალევა, რადგან ეს სასმელი ანაცვლებს მას.
მოკლე დროში, თქვენ გააუმჯობესებთ საჭმლის მონელებას, შეამცირებთ შებერილობას და მოიშორებთ შეშუპებას!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია