ზაფრანა უამრავი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ

1442

ზაფრანა უამრავი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ

ზაფრანა შეიცავს ისეთ მინერალურ ნივთიერებებს, როგორებიცაა: კალციუმი, კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, სელენი. ამასთან, ყოველი ელემენტი ორგანიზმში გარკვეულ სამკურნალო როლს ასრულებს.
კალიუმი უზრუნველყოფს გულსისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას, რკინა კი ხელს უწყობს ორგანიზმში ერითროციტების გამომუშავებას.
ზაფრანის სასარგებლო თვისებები ამით არ იფარგლება. მის შემადგენლობაში არის ასევე A, C და B ჯგუფის ვიტამინები. ის სასიკეთოდ მოქმედებს სისხლძარღვების გამაგრების პროცესზე, წნევის დარეგულირებაზე და აუცილებელია სტენოკარდიის საწყის სტადიაზე, ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადებების დროს.
ზაფრანა, ასევე, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე. კერძოდ, ეს ეხება ისეთ პრობლემას, როგორიც არის პიგმენტური რეტინიტი და კუნთოვანი დეგენერაცია, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმის დაბერებით. ამ შემთხვევაში ზაფრანა უწევს ჟანგვითსაწინააღმდეგო ეფექტს და ამცირებს ცხიმოვანი მჟავების დონეს უჯრედებში. ამასთან ერთად მხედველობის უჯრედები იწყებენ ნორმალურ ფუნქციონირებას და ხდებიან უფრო დაცულები.
სასარგებლო თვისებების გამო, ზაფრანა ფართოდ გამოიყენება აღმოსავლეთის ქვეყნების ფარმაცევტულ წარმოებაში. მისი ექსტრაქტის გამოყენებით 300-მდე სამკურნალო საშუალება მზადდება. ზაფრანის ექსტრაქტი შედის ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისა და თვალის წვეთების შემადგენლობაში.
ზაფრანის ნაყენი გამოიყენება როგორც მასტიმულირებელი საშუალება გულის დაავადებების, ლეიკემიის, სტენოკარდიის, შარდ-კენჭოვანი დაავადებების, ცისტიტის, ურეთრიტის, ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს. მოქმედებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, სედატიური, შარდმდენი, ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ბაქტერიოციდული საშუალება. ხსნის დაძაბულობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
ზაფრანის ნაყენი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. წმენდს სისხლს. ასტიმულირებს სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნას, ხელს უწყობს ქსოვილების გაახალგაზრდავებას. აღმოსავლეთის ქვეყნების მედიცინაში გამოიყენება მომნელებელი ტრაქტის ორგანოებისა და გინეკოლოგიური დაავადებების, ნაწლავური პოლიპების, კატარაქტის, უძილობის, ბუასილის სამკურნალოდ. ეფექტურია ძნელად შესახორცებელი წყლულოვანი ჭრილობების დროს. დევნის კენჭებს თირკმელებიდან და შარდის ბუშტიდან.
პომიდორი, მოცვი, წითელი ღვინო, შოკოლადი, კურკუმა, მწვანე ჩაი და ზაფრანა (ყვითელი ყვავილის სუნელი). ამ პროდუქტების მუდმივი გამოყენებით, შეწყდება სიმსივნური უჯრედების ზრდა. მათ უფრო მეტი ეფექტი აქვთ, ვიდრე ქიმიოთერაპიას. სიმსივნური უჯრედები შედგება სისხლისგან, ისინი იწოვენ ჟანგბადსა და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა ნივთიერებებს. შემდეგ ეს უჯრედები იყოფიან და სწრაფად იზრდებიან. კიბოს საწინააღმდეგოდ იყენებენ ინჰიბიტორებს, ეს პრეპარატები მათ გამრავლებას უშლის ხელს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს 7 პროდუქტი ანალოგიური სამკურნალო თვისებების მატარებელია.
ზაფრანის გამოყენება არ არის რეკომენდებული დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის და ფეხმძიმე ქალებისთვის. ამის გარდა, ზაფრანა ძლიერმოქმედი საშუალებაა და დიდი დოზების მიღებამ შეიძლება, გამოიწვიოს ნერვული აგზნებადობა და მოწამვლაც კი
Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია