აი რას კურნავს ჯავზის (იგივე მუსკატის) ზეთი. 

1264

აი რას კურნავს ჯავზის (იგივე მუსკატის) ზეთი. 

ჯავზი გვეხმარება საჭმლის მონელების პრობლემებისა და კუნთების ტკივილის დროს. ასევე:

  • კურნავს რესპირატორულ ინფექციებს

მუსკატის კაკლის ზეთი შესანიშნავი ამოსახველებელი და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც რესპირატორული ინფექციების დროს გვეხმარება. იგი ათავისუფლებს რესპირატორულ ტრაქტს ლორწოსა და ნახველისგან. აღნიშნული ზეთი ხველის სიროფების უმეტესობის შემადგენლობაში შედის.

  • ამსუბუქებს მენსტრუალურ ტკივილებს

ბევრ ქალს აწუხებს მენსტრუალური სპაზმები და დარღვევები: ჯავზის ზეთი გვეხმარება მსგავსი პრობლემების გადაჭრასა და მენსტრუალური ციკლის დარეგულირებაში, ასევე, მუცლის ტკივილების ინტენსიობის, დაღლილობის, ხასიათის ცვლილებების, ჰორმონალური დისბალანსისა და დეპრესიის დაქვეითებაში.

  • აქრობს უსიამოვნო სუნს

ჯავზის ზეთს  სასიამოვნო არომატი აქვს, რომელიც პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს აქრობს. მას ანტისეპტიკური თვისებები აქვს, რომლებიც სასარგებლოა ღრძილებისა და კბილის ტკივილის დროს. ჯავზის ზეთი ხელს უშლის პირის ღრუს ინფექციებს, კარიესსა და ღრძილების დაავადებებს.

  • აძლიერებს თირკმლების ჯანმრთელობას

მუსკატის კაკლის ზეთი პოპულარული საშუალებაა თირკმლების დაავადებებისა და ინფექციების სამკურნალოდ. იგი შლის კენჭებს თირკმლებში და ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი შარდმჟავა. ასევე, ზეთი სასარგებლოა პოდაგრისა და ანთების დროს.

  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

ეს ზეთი მთელი ორგანიზმის ნატურალურ სტიმულატორად ითვლება. მაფხიზლებელი არომატი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის ვენებში მოძრავი ჟანგბადის რაოდენობას. მუსკატის კაკლის ზეთი სასარგებლოა სისხლის მიმოქცევის დარღვევათა მსხვერპლისთვის.

  • კურნავს ყაბზობას

მუსკატის კაკლის ზეთი, თავისი ბუნებით, სასარგებლოა კუჭისთვის. იგი ეფექტურად კურნავს ისეთ დარღვევებს, როგორებიცაა მოუნელებლობა, დიარეა, გულისრევა და ყაბზობა. ზეთი გამოდევნის კუჭიდან და ნაწლავებიდან გაზებს, აუმჯობესებს მადას და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია