ზოდიაქოს ნიშნები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სწორედ ამიტომ, ხდება მათი დაყოფა სხვადასხვა ჯგუფებად. მაგალითად, არავის ისე კარგად არ შეუძლია კონფლიქტის მოგვარება, როგორც სასწორს, თუმცა ისიც კი არ არის ისეთი მეთოდური და კონცენტრირებული, როგორც ქალწული.
არავინ არ არის იდეალური ზოდიაქოს ნიშნებში. ყველას აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ არიან განსაკუთრებით გამორჩეული ინტელექტის მქონე ნიშნები, რომლებიც შეგვიძლია დავყოთ ორ ჯგუფად: ანალიტიკური აზროვნებისკენ მიდრეკილი და მგრძნობელობითი მიმღეობის მქონენი.
მოდი ერთად გავარკვიოთ ეს ყველაფერი უფრო დეტალურად.
ჯგუფი, რომელსაც ეკუთვნის ზოდიაქოს ნიშანი, განისაზღვრება მისი ემოციური მგრძნობელობით, გრძნობების სპექტრის შეგრძნების უნარით, მათი ინტენსივობის დონით. როცა ვსაუბრობთ ზოდიაქოს ნიშნებზე, რა თქმა უნდა არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს მაქსიმალურ წარმატებას და საკუთარი პოტენიალის რეალიზებას. მაგრამ, ამ სტატიაში ჩვენ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს, ამ კუთხით განსაკუთრებით ცნობისმოყვარე ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებიც წარმატების მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მიმზიდველად ჟღერს, აუცილებელია გარკვეული ჩარჩოები, გარკვეული საზღვრების დაცვა, მორალური პრინციპების გათვალისწინება, რომელთა გადაბიჯება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აუცილებელია ასევე ადამიანს ესმოდეს, რომ პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებასა და მის შედეგებზე.
მაშ ასე, ერთად გავეცნოთ ზოდიაქოს ყველაზე გონიერ ნიშნებს.
მოერიელი
თუ ასტროლოგიასთან ძალიან შორს არ ხართ, ალბათ შეამჩნევდით, რომ მორიელებზე ბევრს არაფერს წერენ და საუბრობენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ის ყველაზე ნაკლებად განხილვადი ზოდიაქოს ნიშანია. რა თქმა უნდა თავად ზოდიაქოს ნიშანს და მის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ყველაფერი წესრიგში აქვთ, თუმცა აღანიშნავია, რომ ეს არის ნიშანი, რომლის შესახებ რაიმე კონკრეტულის თქმა ძალიან რთულია, რადგან მისი ინტერესის სპექტრი ძალიან ფართეა. მაგალითად, თუ მორიელს უყვარდება - თავით ეშვება ამ გრძნობაში.
მორიელი ხშირად იმპულსურია და გადაწყვეტილებასაც დაუფიქრებლად იღებს, რის გამოც უშვებს შეცდომებს. მიუხედავად ამისა, მორიელს ყოველთვის შეუძლია სიტუაციის საღი გონებით განსჯა და გამოსწორება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნიშანი, სწორედ ამიტომ ძალიან გახსნილია ურთიერთობაში, გრძნობებს არ მალავს და რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი სწორად გამოსდის. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებისა, მორიელი ხშირად რჩება გულგატეხილი და გულნატკენი. ზოდიაქოს ეს ნიშანი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და მას ყველა იცნობს, რაც გამომდინარეობს მისი ძლიერი ქარიზმიდან.
მეგობრები მას აფასებენ და ცდილობენ მიბაძონ, იღებენ მისგან მაგალითს. მორიელი თავის მხრივ ამ სიტუაციას იყენებს გონივრულად და დელიკატურად. ცდილობს დაეხმაროს ახლობლებს ცხოვრებისეული პრობლელმებისა და საკითხების გადაჭრაში, წარმატების მიღწევაში - და ამას აკეთებს სიტყვითაც და საქმითაც. მორიელის შინაგანი სამყარო ძალიან ღრმაა და მან ყოველთვის ზუსტად იცის რას წარმოადგენს. მას შეუძლია საკუთარი სიამაყის დათრგუნვა, თუკი ეს საჭიროა გარკვეულ სიტუაციაში. ჩამოთვლილი თვისებების ხორცშესხმულ მაგალითებად შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვადასხვა ცნობადი სახეები, როგორებიც არიან მაგალითად: კეტი პერი, უილ სმიტი, ბილ გეიტსი და ა.შ.
ქალწული
მათ შეუძლიათ სიხარული შეიტანონ ახლობლების ცხოვრებაში. ამ ნიშნის ქვეშ იბადებიან ვუნდერკინდები, მათ ცოდნის მიღების უსაზღვრო წყურვილი აქვთ.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქალწული მუდმივად გაითავისებს ნებისმიერი სფეროდან მიღებულ ინფორმაციას. მათ აინტერესებთ მხოლოდ ის, რაც რთულია, რაც ანვითარებს მათ ტვინს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი უნივერსალური არ არის ყველა ქალწულისთვის. ქალწულებს, რომლებიც ადვილად ითვისებენ მათემატიკას, შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ ნებისმიერ სფეროში და გახდნენ ერთ-ერთი საუკეთესონი. მაგრამ თუ მათემატიკასთან რთული დამოკიდებულება აქვთ, დიდია იმის ალბათობაც, რომ წარმატების მიღწევაც რთული იქნება.
რაც ითქვა იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ქალწულს შესაძლებლობების საზღვრები შეზღუდული აქვს, არავითარ შემთხვევაში. მაგალითად ქალწულებისგან დგებიან ძალიან კარგი მხატვრები. საერთოდ, რასაც ირჩევენ იმ სფეროში ძალიან წარმატებული და გამორჩეული ხდებიან. მთავარია აინტერესებდეთ ის, რასაც აკეთებენ. ქალწულები ჰობისაც კი სერიოზულად უდგეიან.
ყველაფერი ან არაფერი - ეს არის ქალწულის ცხოვრების პრინციპი და ის კარგად ჩანს როცა ისინი საქმეს აკეთებენ, ან თუნდაც ისვენებენ. მათ ყოველთვის კარგად ესმით რა უნდათ, რა მიზნები აქვთ და უკან არ იხევენ თუკი ეს მათთვის მნიშვნელოვანია. ყოველივე ეს აისახება მათ პირად ცხოვრებაშიც. თუკი ქალწულს ვინმეს მიმართ ძლიერი გრძნობა აქვს, ის ამ ადამიანისთვის ყველაფერს გააკეთებს.
მერწყული
ზოდიაქოს ამ ნიშანს კრახის შანსი ფაქტიურად არ აქვს. მერწყული ძალიან შემოქმედებითი ნატურაა, ის არასოდეს შეეგუება ჩრდილში ყოფნას. ყველაფერს გააკეთბს იმისათვის, რომ ყველგან საკუთარი წესები დაამყაროს. თუ რამეს ხელს მოჰკიდებს, აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე. ამ საკითხში მას ვერავინ შეედრება.
მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ შეუძლიათ შეეგუონ მარცხს. ვერ დაუშვებენ, რომ წარმატების მიღწევაში ხელი შეეშალოთ - ასეთი ხასიათი აქვთ. მწვერვალზე ასვლისთვის განსაკუთრებული ძალები და შესაძლებლობები არც სჭიდებათ. ისინი ყველაზე იდუმალი და ძალიან მიმზიდველი პიროვნებები არიან. არასოდეს ნებდებიან და არ ექცევიან წნეხის ქვეშ. სიზარმაცე მათ აქტივობაზე ვერასოდეს ახდენს გავლენას. პრობლემების გადაჭრას რაციონალურად უდგებიან და სწორედ ამიტომ გამოსდით ყველაფერი. მერწყულები საუკეთესო მმართველები არიან, მათ გამძლეობის უდიდესი უნარი აქვთ.
ზოდიაქოს ამ ნიშანს შეუძლია იყოს შესანიშნავი პოლიტიკოსი, რადგან ძალიან ინოვაციური და რევოლუციური შეხედულებები აქვს გლობალური მასშტაბის სხვადასხვა საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ცნობილი მერწყულებიდან შეგვიძლია გამოვყოთ ოპრა უინფრი, ედ შირანი და ჰარი სტაილზი.