გამოიყენეთ ხახვი ხველის სამკურნალოდ და შედეგით გაოცებული დარჩებით

1434

გამოიყენეთ ხახვი ხველის სამკურნალოდ და შედეგით გაოცებული დარჩებით

ხველის სამკურნალო საშუალებების ფართო არჩევანის მიუხედავად, ხახვით მკურნალობის ხალხური ტრადიცია კვლავაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს .

ორი თავი ხახვი წვრილად დაჭერით, დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქრის ფხვნილი და ორი ჩაის ჭიქა წყალი, შემოდგით ნელ ცეცხლზე და შესქელებამდე ადუღეთ. მიიღეთ სამ საათში ერთხელ თითო სადილის კოვზი.

გახანგრძლივებული ხველისა და, საზოგადოდ, ბრონქიტის დროს მეტად ეფექტურია რძეში მოხარშული ხახვი: 1-2 საშუალო ზომის თავი გაფცქვენით, ჩაუშვით რძეში, შემოდგით ნელ ცეცხლზე და 3-4 წუთს, ხახვის დარბილებამდე ადუღეთ. შემდეგ ამოიღეთ, შეგრილებისთანავე დაჭერით და მიირთვით.

არსებობს მომზადების სხვა წესიც: აიღეთ იმავე ოდენობის ხახვი, წვრილად დაჭერით და რძეში მოხარშეთ. ნახარში 4 საათით გააჩერეთ, მერე კი დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი 2-3 საათში ერთხელ.

წინაპართაგან შემოგვრჩა ასეთი რეცეპტი: 1-2 თავი ხახვი რგოლებად დაჭერით და ცოტაოდენ (დაახლოებით ერთ სადილის კოვზ) ცხიმში, უმჯობესია, ღორის ქონში დარბილებამდე და შევარდისფერებამდე შუშეთ. მიირთვით თბილი, უმჯობესია, ორ ულუფად _ დილით და საღამოს, ჭამის წინ.

არსებობს ასეთი რეცეპტიც:
 ერთ სადილის კოვზ ალთეს ფესვს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, 20 წუთით გააჩერეთ, მერე დაამატეთ გახეხილი ხახვი (1-2 თავი), კიდევ 20 წუთით გააჩერეთ და დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ თითო სადილის კოვზი. ალთეს ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვირისტერფა.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია