უძილობა ამ მეთოდებით დავამარცხე, გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას.
მინდა, უძილობასთან ბრძოლის ჩემეული მეთოდი გაგაცნოთ. თავიდან სისხლის გან-
დევნას ძილის წინ საყელოს ზონის მასაჟი აუმჯობესებს. უმჯობესია, ის გააკეთოთ სპეციალური იპლიკატორით, რომელიც აფთიაქებში იყიდება.
დაიორთქლეთ ტერფები. ამისთვის წყალი უნდა იყოს ძალიან ცხელი. ფეხები თანდათანობით ჩაყავით წყალში. დაიწყეთ ქუსლებით. პროცედურა მოითხოვს 20-30 წუთს. ამის შემდეგ ძილის კლანჭებისგან თავს ვეღარ დაიძვრენთ.
თუ თვალები დაგიმძიმდათ, დროს ნუ დაკარგავთ, მაშინვე ჩაწექით, რადგან ძილი
მატარებელს ჰგავს თუ ჩაიქროლა, ვეღარ დაეწევით. ძილის წინ გაიკეთეთ თბილი,
36-37-გრადუსიანი მარილის (უმჯობესია ზღვის მარილის) აბაზანა. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში საპირისპირო ეფექტს მიიღებთ.
განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა ძილის წინ კატაბალახას ნაყენის შესუნთქვა ასეთი წესით:
იყიდეთ კატაბალახას ნაყენი ფართო ყელიანი ბოთლით და კარგად შეანჯღრიეთ. თითით დაიცეთ ცალი ნესტო, მეორით კი რაც შეიძლება დიდხანს შეისუნთქეთ
ნაყენის სურნელი. არ იჩქაროთ. ამოისუნთქეთ მეორე ნესტოთი.
იგივე გაიმეორეთ საპირისპირო მხარეს. ამ პროცედურიდან 20 წუთის შემდეგ რული მოგეკიდებათ.
ნერვული სისტემის გასაძლიერებლად ძალიან სასარგებლოა ასეთი კოქტეილი:
- შავბალახას ნაყენი — 1 ფლაკონი;
- კატაბალახას ნაყენი — 1 ფლაკონი;
- კუნელის ნაყენი 1 ფლაკონი;
- იორდასალმის ნაყენი — 1 ფლაკონი.
ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, ერთი საჩაროზე კოვზი გააზავეთ 1/2 ჭიქა წყალში
და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, აუცილებლად — ძილის წინ. ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ
კორვალოლის წვეთებიც.
მკურნალობის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ სრულიად გამიქრა კარდიონევროზი, რომელიც არ დაექვემდებარა ქიმიურ პრეპარატებს.
დაავადებებს წლების განმავლობაში ვიმკით, მათგან მორჩენა კი სწრაფად გვსურს. ასე არ ხდება, გზა პირველი ნაბიჯით იწყება და ამ ნაბიჯს თქვენ გარდა ვერავინ გადადგამს.
სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.
აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.