ეს საშუალება აქტიური მწეველებისთვისაა!! მოიშრეთ ბრონქებში დაგროვილი ნალექი მარტივი რეცეპტის გამოყენებით,ნუ დაკარგავთ დროს. .

543

ეს საშუალება აქტიური მწეველებისთვისაა!! მოიშრეთ ბრონქებში დაგროვილი ნალექი მარტივი რეცეპტის გამოყენებით,ნუ დაკარგავთ დროს. .

ჩემი მეუღლე აქტიური მწეველია. გაზეთში წავიკითხე, სიგარეტის ბოლში შემავალი მავნე ნივთიერებები ბრონქების კედლებსა და ფილტვებში ილექება და ხველას იწვევსო.

ამიტომ გადავწყვიტე, მეუღლისთვის ბრონქების გამწმენდი მცენარეული ნაყენი მომემზადებინა. ყველაზე მარტივი საშუალება მრავალძარღვაა. 1 ს/კ დანამცეცებულ მრავალძარღვას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით 15 წუთი თავდახურული, გადაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში. ჩემს ქმარს ნაყენის სმიდან მეხუთე დღეს დაეწყო ბრონქებიდან დალექილი ჭუჭყის ამოსვლა. რამდენიმე დღე დიდი რაოდენობით ნახველი ჰქონდა, შემდეგ შეუმცირდა და ხველაც ჩაუწყნარდა. ახლა თავს უკეთ გრძნობს.

ექიმის კომენტარი: ცდებით დადგენილია, რომ მცენარის თესლს მცირე ტოქსიკური მოქმედება აქვს. მრავალძარღვას თესლი აჩქარებს ცხოველის ნაწლავის პერისტალტიკას და სწრაფად ცლის ნაწლავებს. მცენარის თესლი წყალში იჯირჯვება. გაჯირჯვებულ თესლს კი საფაღარათო ეფექტი აქვს კუჭის მოქმედების შეფერხების მქონე პაციენტებში. მცენარეში შემავალი ლორწო ნაწლავთა ლორწოვან გარსს იცავს, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიების შთანმთქავი თვისებები.

მრავალძარღვას პრეპარატები ეფექტიანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოთა ლორწოვანი გარსის წყლულოვანი დაზიანების, ქრონიკული ანთების, აგრეთვე, ლორწოვანიდან სისხლდენების დროს, აქვს სისხლდენის შემაჩერებელი და ჭრილობის შემხორცებელი თვისებებიც. მრავალძარღვას ნაყენი გამოიყენება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ქრონიკული კოლიტების, დიზენტერიის კომპლექსური მკურნალობისთვის.

ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას ასევე იყენებენ ბრონქების ქრონიკული პათოლოგიების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. მცენარის ეფექტიანობა ამ შემთხვევაშიც მასში ლორწოს არსებობასა და ანტიბაქტერიულ თვისებებს უკავშირდება. ლორწო ათხელებს ნახველს და აადვილებს მის ამოღებას ბრონქებიდან.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია