კაკაოს, ბავშვების ერთ-ერთ უსაყვარლეს სასმელს, ბევრი სასიკეთო თვისება აქვს. კაკაოს მარცვლები იშვიათ ძვირფას ცხიმს შეიცავენ. გარდა ამისა, კაკაოში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა თავმოყრილი.
ეს სასმელი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, აუმჯობესებს გონებრივ მუშაობას, აქვს გამამხნევებელი თვისება. კაკაო შეიცავს ნივთიერება ფლავანოლს, რომელიც ეფექტურად ებრძვის დაღლილობას და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.
გარდა ამისა, ის აფართოებს სისხლძარღვებს და შესაბამისად, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ასე რომ, დილით ერთი ჭიქა კაკაო სწრაფად გამოგაფხიზლებთ და სამუშაო განწყობას გაგიუმჯობესებთ.
კაკაო სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის – ის დაბლა სწევს სისხლის წნევას. კაკაოს რეგულარული გამოყენება 10%-ით ამცირებს ტვინში სისხლის ჩაქცევის, ინფარქტის, კიბოსა და დიაბეტის განვითარების რისკს.
ის ასევე შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას და ამცირებს კუჭის წყლულის განვითარების რისკს. გარდა ამისა, კაკაო ანელებს დაბერების პროცესს და აქრობს ახალწარმოქმნილ ნაოჭებს.
პოლიფენოლები, რომლებითაც კაკაო მდიდარია, იცავს ართრიტის, სიმსუქნისა და ენდოკრინული სისტემის სხვა პრობლემებისგან. ფენოლები ხელს უშლის სისხლძარღვების კედლებზე ცხიმების დალექვას. კაკაო კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა სურავანდისაგან თავდასაცავად.
კაკაოში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ამცირებს ტკივილს და ტვინს ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებაში ეხმარება. სწორედ ამითაა განპირობებული კაკაოს მირთმევის შემდეგ სიმხნევისა და კარგი გუნება-განწყობის შეგრძნება.
გარდა ამისა, კაკაოში უხვადაა მაგნიუმი - ცნობილი ანტიდეპრესანტი. სწორედ მაგნიუმი ასწორებს ნაოჭებს, ამშვიდებს და ამკვრივებს კანს.
დღიური ნორმა დღეში 1-3 ფინჯანი კაკაოა.