გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით დამზადებული წამალი ორ კვირაში აწესრიგებს ძილს, ამშვიდებს ნერვებს, აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას!

1189

გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით დამზადებული წამალი ორ კვირაში აწესრიგებს ძილს, ამშვიდებს ნერვებს, აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას!

გაზაფხულობით მხოლოდ ვიტამინების ნაკლებობა კი არ იჩენს თავს, არამედ ორგანიზმის ყველა სუსტი მხარეც. თუ ეს კანონზომიერება გვეცოდინება და კარგად დავაკვირდებით საკუთარ ჯანმრთელობას, შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა დაავადების გამწვავებაა მოსალოდნელი და როგორ ავიცილოთ ეს გამწვავებები.

მე, მაგალითად, სეზონურად მაწუხებს აღგზნებადობა და უძილობა. არ მიყვარს მედიკამენტები და ვცდილობ, ხალხური რეცეპტების დახმარებით გამოვიდე მდგომარეობიდან. გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით დამზადებული წამალი ორ კვირაში აწესრიგებს ძილს, ამშვიდებს ნერვებს, აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

2 ს/კ კატაბალახას ფესვების, 3 ს/კ გვირილის, 5 ს/კ ძირას (ნაყოფი) 2 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გადმოდგით და დააყოვნეთ 20 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა ორჯერ დღეში, დილას და საღამოს ძილის წინ.

ჩემთვის 10-დღიანი კურსიც საკმარისია უძილობისა და ნევროზის სიმპტომების მოსახსნელად. დედაჩემს კი იმავე პრობლემის მოსაგვარებლად სამკვირიანი კურსი სჭირდება. ყველამ ინდივიდუალურად უნდა შეირჩიოს მკურნალობის კურსი.

ექიმის კომენტარი: კატაბალახას (ვალერიანის) ძირების ნაყენი საძილე და ტრანკვილიზატორული მოქმედების საშუალებაა. იგი არეგულირებს გულის მოქმედებას, აქვს სპაზმების მომხსნელი, ნაღველმდენი თვისებები, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციული ჯირკვლების მოქმედებას.

ვალერიანის პრეპარატები რეფლექსურად აქვეითებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას, ახანგრძლივებს ძილს. გვირილის პრეპარატები ხსნის სპაზმებს, აქვს ანტიანთებითი, ანტისეპტიკური, საძილე და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ხსნის ნაწლავის სპაზმს, ამცირებს დუღილის პროცესებს ნაწლავებში.

გვირილის ეთერზეთი აღრმავებს და აძლიერებს სუნთქვას, აუმჯობესებს გულის შეკუმშვათა რიტმს, აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს. 4 ძირა მადის აღმძვრელია. ზრდის კუჭის სეკრეტორულ და მოტორულ აქტიურობას, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, ხსნის გლუვი კუნთების სპაზმებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. გარდა ამისა, ძირას ნაყენი შარდმდენი და რძის მოსამატებელი (მეძუძურ დედებში) საშუალებაა, ხელს უწყობს ლორწოსა და ნახველის გამოყოფას.

მკითხველის მიერ მოწოდებული მცენარეული ნაკრები კომპლექსურად იმოქმედებს მთელ ორგანიზმზე. მას ექნება დამამშვიდებელი, სპაზმების მომხსნელი ეფექტი და დადებით შედეგს გამოიღებს უძილობისა და ნევროზის მკურნალობისას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია