თუ ამ პროდუქტებს მიირთმევთ, ისინი დიაბეტისგან დაგიცავენ

1388

ამერიკელ მეცნიერთა აზრით, მოცვი, ვაშლი და მსხალი ის ძირითადი პროდუქტია, რომელიც ადამიანს II ტიპის დიაბეტისგან დაიცავს.
საქმე ის არის, რომ სწორედ ეს კენკრა და ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოაქტიურ ნივთიერებებს - ფლავონოიდებს, რომლებიც ნახშირწყლების მიმოქცევას არეგულირებს და კუჭქვეშა ჯირკვალს სათანადოდ მუშაობის საშუალებას აძლევს - ჰორმონი ინსულინი ხომ სწორედ იქ გამომუშავდება.


ამერიკელი მეცნიერები თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში აკვირდებოდნენ 100 ათასი ქალისა და მამაკაცის რაციონს. ექსპერიმენტის დასაწყისში მისი მონაწილენი ახალგაზრდები იყვნენ და დიაბეტი არ ჰქონდათ (როგორც ცნობილია, მეორე ტიპის დიაბეტი შუახნის ასაკში იჩენს თავს).

ექსპერიმენტის დასრულებისას აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც რეგულარულად მიირთმევდა მოცვს, ვაშლსა და მსხალს (დღეში არანაკლებ 200 გრამისა), დიაბეტის განვითარების ალბათობა მათზე 23%-ით ნაკლები ჰქონდათ, ვინც ამ პროდუქტს არ მიირთმევდა.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სისხლში უკვე აღენიშნებათ შაქრის მომატება, ეს პროდუქტი უნდა მიიღონ. ტკბილ ვაშლსა და მსხალში ბევრია შაქარი, ამიტომ დიაბეტიანებმა მომჟავო ხილი უნდა ჭამონ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია