შეიჩერეთ თმის ცვენა ამ ნიღბების დახმარებით. რეცეპტები, რომლებიც ამ პრობლემას სამუდამოდ დაგავიწყებენ
ეფექტურად მიიჩნევა ყველა ის თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბები და საშუალებები, რომლებიც ააქტიურებს მიძინებულ თმის ბოლქვებს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.
აქ შეკრებილი და მოყვანილია ყველაზე პოპულარული, ეფექტური, რეიტინგული და შედეგის მომტანი თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბები და სხვა საშუალებები:
კეფირისა და დარიჩინის ნიღაბი – ნახევარ ჭიქა კეფირს დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 1-2 სუფრის კოვზი დარიჩინი და კარგად აურიეთ. წაისვით ნაზავი სუფთა და ოდნავ ნოტიო თმაზე. შემდეგ შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ჩამობანა შეიძლება შამპუნის გარეშე. ნიღაბი გამოიყენება კვირაში ერთხელ ორი თვის განმავლობაში.
წიწაკისა და სპირტის ნაყენი – წიწაკა ვიტამინების რაოდენობით ერთ ერთ პირველ ადგილზე დგას ბოსტნეულის კულტურებს შორის. იგი იწვევს თავის კანში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და ნივთიერებათა ცვლის პროცესის გააქტიურებას, რითაც აფერხებს თმის ცვენის პროცესს. ხსნარის მომზადება მარტივია: 1 ნაწილ წიწაკას დაასხით 10 ნაწილი 70%-იანი სპირტი. დააყენეთ ერთი კვირის განმავლობაში და გაწურეთ. შემდეგ ხსნარი გახსენით 10 ნაწილ ანადუღებ წყალში და შეიზილეთ თავის თმიან ნაწილში კვირაში 2-3-ჯერ. სასურველია ღამით.
ოხრახუშის (პეტრუშკის) ლოსიონი – 20 გრამ ოხრახუშს დაასხით 200მლ წყალი, კარგად დაახურეთ და გააჩერეთ სიბნელეში 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში ისე, რომ არ ჩამოიბანოთ. გააკეთეთ დღეგამოშვებით ერთი თვის განმავლობაში.
ჭინჭრისა და ზეთის ნიღაბი – აიღეთ ერთი პაკეტი მშრალი ჭინჭარი (იყიდება აფთიაქებში), შესაძლებელია ცოცხალი, წვრილად დაჭრილი ჭინჭრის გამოყენებაც. შეურიეთ ნებისმიერ მცენარეულ ზეთს. ნაზავი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დააყენეთ ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ, გამოყენებამდე შეათბეთ და წაისვით მშრალ თმაზე დაბანამდე ერთი საათით ადრე.
კვერცხის გული + თაფლი + ბირკავას ზეთი – აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი, ერთი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და 2 კვერცხის გული. კარგად შეურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. ეს ნიღაბი ძალიან ეფექტურია არა მარტო თმის ცვენის შესაჩერებლად, არამედ აქტიურად ებრძვის ქერტლს.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.