რატომ უნდა წავისვათ იოდი ფრჩხილებზე? მიიღეთ საოცარი შედეგი მარტივად!
სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები თითქმის ყველა ქალის პრობლემაა. ამ პრობლემით განსაკუთრებით ის ქალები იტანჯებიან, რომლებიც ხშირად სარგებლობენ შილაკის პროცედურით. თუმცა, არსებობს კიდევ მრავალი მიზეზი, რის გამოც ფრჩხილები გვექერცლება და გვტყდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი კი ვიტამინების ნაკლებობაა.
მართალია, ფრჩხილების მოვლა, რიგში შინაგანი პრობლემების მოგვარებით უნდა დავიწყოთ, თუმცა არსებობს საშუალებები, რომლებიც გარეგანი მოხმარებითაც გვაძლევენ შედეგს.
დღეს გასწავლით ერთ-ერთ ყველაზე მარტივ, იაფ და ეფექტურ მეთოდს სუსტი და მტვრევადი ფრჩხილების აღსადგენად. საშუალება, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, ყველას ოჯახში მოიძებნება.
ეს იოდია. ფრჩხილების გასამაგრებლად იოდი შეგიძლიათ ორნაირად გამოიყენოთ:
1.მოამზადეთ იოდის აბაზანა. 1 ჭიქა თბილ წყალში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და დაუმატეთ 5 წვეთი იოდი. გააჩერეთ ფრჩხილები ამ აბაზანაში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. თუ ამ პროცედურას კვირაში 2-ჯერ ჩაიტარებთ, თქვენი ფრჩხილები გაძლიერდება და გასქელდება.
2. წაისვით იოდი პირდაპირ ფრჩხილებზე. ბამბის ჩხირი დაასველეთ იოდით და წაისვით ფრჩხილებზე ისე, როგორც ფრჩხილის ლაქს ისმევთ. სასურველია ეს ღამით გააკეთოთ და დილით თქვენს ფრჩხილებზე იოდის კვალი აღარ იქნება. ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ მისი ხშირად გაკეთება არ შეიძლება. ეს გამოიწვევს ფრჩხილების გამოშრობას და შეიძლება დამწვრობაც კი გამოიწვიოს. კვირაში ერთხელ საკმარისი იქნება.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.