თუ იოდის ბადეს სწორად და გონივრულად გამოიყენებთ, დარწმუნებულნი იყავით, რომ დაივიწყებთ ჯანმრთელობის შემაშფოთებელი პრობლემებს..
წლების განმავლობაში სადეზინფექციო საშუალებების გამოგონებამდე ჭრილობებისა და დაზიანებების სამკურნალოდ იოდს იყენებდნენ. რადგან დამტკიცებულია, რომ ის საკმაოდ კარგად ახდენს დაინფიცირებული არის დეზინფექციას და შეშუპებასაც მალევე აქრობს. თუმცა "იოდის ბადის" ცნება– მაინც ის მთავარი მიზეზია რის გამოც გირჩევთ, რომ იოდის ბოთლი ყველას სახლში მოიპოვებოდეს.
იოდის თერაპიის მეთოდი პირველად შემოგვთავაზა დოქტორმა კოლბასენკომ პეტერბურგიდან. მას სჯეროდა, რომ იოდი ღრმად აღწევდა ქსოვილებში და დადებითად მოქმედებდა მათ სტრუქტურაზე. მას შემდეგ ას წელზე მეტი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინამ ეს მეთოდი არ ცნო, ის ხშირად მაინც გამოიყენება მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. ფაქტია მეთოდი საკმაოდ წარმატებულია და დარწმუენბულნი ვარ თქვენს შორისაც არა ერთი იყენებს მას
ჩვენ კი კიდევ ერთხელ გაგიზიარებთ მასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას და სარგებელს
რისთვის გამოიყენება იოდის ბადე? და ზოგადად როგორ გავიკეთოთ იოდის ბადე:
ყველაზე მოსახერხებელია ბადის ბამბის ტამპონების გამოყენებით გაკეთება. მაგრამ, ასევე ძალიან მარტივად შეიძლება ასანთის ღერისა და ბამბის დახმარებითაც. უბრალოდ ჩაყავით ჯოხი იოდის 5% -იან ხსნარში და დახაზეთ ბადე კანის შერჩეულ ადგილას. თითოეული კვადრატის გვერდის სიგრძე დაახლოებით 1 სმ.
იოდის ბადე ხველებისთვის:
გამოიყენეთ სამკურნალო ბადე მშრალი ხველის დროს. თუმცა გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ თქვენი სხეულის ტემპერატურა არ აღემატება 38 გრადუსს. იოდს ისედაც შეუძლია ქსოვილების გათბობა და ეს ისედაც მაღალი ტემპერატურის დროს არცისე სასურველი იქნება.
ხოლო ყელის ტკივილის დროს აუცილებელია გამოიყენოს ბადე მკერდზე ან ყელზე. უბრალოდ საღამოს დაძინებამდე დაიხატეთ ბადის ფორმის ხაზები და დილით ყველაფერი გაფერმკრთალებული იქნება, თან ეს ტოველივე ჯანმრთელობასაც წაადგება.