5 ბუნებრივი საშუალება თავის ტკივილის დასაძლევად. დადასტურებული მეთოდები!

799

5 ბუნებრივი საშუალება თავის ტკივილის დასაძლევად. დადასტურებული მეთოდები!

ეს მეთოდები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც მუდმივად აწუხებს თავის ტკივილი.

თავის ტკივილისა და ცუდი მეხსიერების მთავარი მიზეზი თავის ტვინში სისხლძარღვების პრობლემებია. ჩვენი სხეულის ყველა ქსოვილის მსგავსად, ტვინსაც სჭირდება მუდმივი წმენდა. ჭარბი მარილი, ცხიმი და ტოქსინები გროვდება სისხლძარღვებში და წარმოქმნის ათეროსკლეროზულ დაფებს.

სისხლძარღვების გაწმენდა ჭარბი ქოლესტერინისა და სხვა დაგროვილი ნალექისგან ბუნებრივად ხდება, უბრალოდ დაამატეთ გარკვეული საკვები თქვენს მენიუში! მოქნილი, ელასტიური სისხლძარღვები ხელს შეუწყობს ტვინისთვის საკმარისი რაოდენობის სისხლის მიწოდებას და მის გამართულ მუშაობას. გაეცანით პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც დაგეხმარებათ პრობლემის აღმოფხვრაში ნებისმიერ ასაკში! ხოლო ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც მუდმივად აწუხებს თავის ტკივილი.

1. ნიგოზი თაფლით:

ნიგოზი ბლენდერში გაატარეთ და შემდგომ დაამატეთ თაფლი. მასა საკმარისად სქელი უნდა იყოს. ხოლო თუ გსურთ, დაამატეთ ცოტა დარიჩინიც და ჯანჯაფილიც. სამკურნალო ნარევი შეინახეთ მაცივარში, არ დაგავიწყდეთ მისი მიღება დღეში 3-ჯერ, 1 ს.კ ჭამის წინ. ნიგოზი ვიზუალურადაც კი ჰგავს ტვინს – მასში შემავალი ნივთიერებები ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოს სათანადოდ მოუვლის.

2. ხახვის წვენი თაფლით:

შეურიეთ 1 ჭიქა თაფლი 1/3 ჭიქა ხახვის წვენს. ესაა ძალიან გემრიელი, მაგრამ ძალიან ჯანსაღი ნარევი შეინახეთ მაცივარში. გამოიყენეთ 3-ჯერ დღეში 1 ჩ/კ. სისხლძარღვების გაწმენდის გარდა, ამ საშუალებას აქვს კიდევ ერთი სამკურნალო ეფექტი – ამაღლებს იმუნიტეტს.

3. ბროწეულის, ვაშლის, სტაფილოს წვენი:

წვენი არ უნდა იყიდოთ – თავადვე მოამზადეთ. ამ ხილის წვენი ძალიან კარგად ასუფთავებს სისხლძარღვებს. დალიეთ ნახევარი ჭიქა წვენი ყოველდღე ჭამის წინ, საუკეთესო შედეგისთვის – დღეში რამდენჯერმეც.

4. ბურდოკის ინფუზია:

ბურდოკით მკურნალობის კურსი ერთი თვეა. გააშრეთ ბურდოკის ფესვები. 10 გრ მშრალ ფესვებს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში დაახლოებით 10 საათის განმავლობაში. გადაწურეთ ინფუზია, შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 4 ს.კ. საუზმემდე 30 წუთით ადრე. ბურდოკის ფესვი ასევე ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.

5. ჩირი და მანდარინი:

ეს გემრიელი საკვები გააძლიერებს თქვენს ჯანმრთელობას და დაგეხმარებათ სისხლძარღვების გაწმენდაში! ყოველდღე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით 1 მანდარინი, პატარა მუჭა ქიშმიში და ორიოდე ნიგოზი. 15 წუთის შემდეგ აუცილებლად დალიეთ 1 ჭიქა წყალი ლიმონის წვენით, კიდევ 15 წუთის შემდეგ – შეგიძლიათ ისაუზმოთ.

სისხლძარღვების გაწმენდის ამ მეთოდიდან თუნდაც ერთის გამოყენებით, მაშინვე იგრძნობთ გაუმჯობესებას.

Facebook კომენტარები