გაიწმინდეთ ორგანიზმი ამ სასმელების დახმარებით და დაემშვიდობეთ ჯანმრთელობის პრობლემებს

3738

გაიწმინდეთ ორგანიზმი ამ სასმელების დახმარებით და დაემშვიდობეთ ჯანმრთელობის პრობლემებს

ორგანიზმის გაწმენდა (დეტოქსიკაცია) არის პროცესი, რომელიც ეხმარება სასიცოცხლო ორგანოებს გაწმენდაში. ითვლება, რომ იგი ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ეხმარება სხეულს, აღმოფხვრას ნარჩენები და სხვადასხვა ტოქსინები, რომლებიც ჰაერიდან, ნიადაგიდან, წყალიდან და საკვებიდან არის შეწოვილი, აგრეთვე თავად სხეულის მიერ წარმოებული ტოქსიკური ნივთიერებები. 

დეტოქსიკური სასმელები სწრაფად იძენს აღიარებას ტოქსიკური გადატვირთვისა და ჯანმრთელობის ძირითადი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. თუ ტოქსინები  არ შემცირდება ორგანიზმში, ის შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა პრობლემებში, როგორიცაა შებერილობა, გაზები, თავის ტკივილი, ყაბზობა, დაღლილობა, გულისრევა და კანის პრობლემები. ამ მარტივი დეტოქსიკური სასმელების რეგულარულ მიღებას შეუძლია წონის დაკლება, გაზარდოს თქვენი მეტაბოლიზმი, იმუშაოს წარმოუდგენელ საფაღარათო საშუალებად და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ორგანიზმის გამწმენდი სასმელები ასევე ხელს უწყობს ღვიძლის გლუვ მუშაობას, უკეთეს ძილს და თმის და კანის გაუმჯობესებას. ჩვენ გირჩევთ რამოდენიმე მარტივ სასმელს, რომელიც დაგეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდაში.

 ვაშლის ძმრის დეტოქსიკაცია:

  • 2 ს/კ ვაშლის ძმარი
  • 300 მლ/ლ გამოხდილი წყალი
  • 2 ს/კ თაფლი
  • რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი

მისი მოხმარება შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ. შეგიძლიათ მისი როგორც ყოველდღიური გამოყენება, ასევე კვირაში რამდენჯერმე.

ლიმონის დეტოქსიკაცია

ლიმონის წყლის დეტოქსიკაცია ერთ-ერთი საუკეთესო დეტოქსიკური                  

სასმელია, რომელსაც ფიტნეს ინსტრუქტორები გვირჩევენ. ეს ნივთიერება     

დიდი ხნის განმავლობაში გაძლევთ სისავსის შეგრძნებას და ამით 

აფერხებს შიმშილს. ეს რეცეპტი ასევე გაჯერებულია სტაფილოს, ვაშლის,    

ჭარხლისა და ბოლოკის სასარგებლო ვიტამინებით.

შემადგენლობა და მომზადება 

  • 1 ცალი ვაშლი
  • 1 ც სტაფილო
  • ½ ჭარხალი
  • 2-3 ნაჭერი თეთრი ბოლოკი

დაჭერით წვრილად მოცემული ინგრედიენტები და მოათავსეთ ბლენდერში. დააბლენდერეთ კარგად და დაუმათეთ ცოტაოდენი წყალი.

  • ლიმონისა და პიტნის ნაზავი

ამ მჟავე სასმელში არსებული ლიმონი ახალისებს ენერგიას ორგანიზმში. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

  • 5 ლიმონი 
  • 3 კონა პიტნა
  • 1/2 ჭიქა თაფლი
  • რამდენიმე ყინულის ნატეხი

ბლენდერში მოათავსეთ ლიმონი, პიტნა და ყინულის კუბიკები, დააბლენდერეთ და მიირთვით.

კიტრისა და  პიტნის დეტოქსიკური სასმელი

 მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

  • 1 კიტრი
  • 8-10 პიტნის ფოთოლი
  • 2 ს / კ ლიმონის წვენი
  • ყინულის კუბები
  • გაყინული წყალი
  • პიტნის ფოთლები

მომზადება

გააცალეთ კანი კიტრს, დაჭერით და დააბლენდერეთ,  დაამატეთ პიტნის ფოთლები და 1 ჭიქა წყალი, დააბლენდერეთ. გაწურეთ და გადააგდეთ რბილობი.(ჩვენ გამოგვადგება მხოლოდ გამოწურული სითხე)

დაამატეთ ლიმონის წვენი, ცოტა მარილი და საჭიროების შემთხვევაში გაზავეთ წყლით. ჩაასხით სასმელები ჭიქებში, ჩაყარეთ ყინულის კუბურები და მორთეთ ლიმნის რგოლებითა და პიტნის ფოთლებით.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია