კულმუხოს ნაყენი უებარი წამალია მეტეომგრძნობელობის სამკურნალოდ — ეხმარება სისხლძარღვებს გახდეს უფრო ელასტიკური და სწრაფად მოახდინოს რეაგირება ამინდის ცვლილებაზე! 

448

კულმუხოს ნაყენი უებარი წამალია მეტეომგრძნობელობის სამკურნალოდ — ეხმარება სისხლძარღვებს გახდეს უფრო ელასტიკური და სწრაფად მოახდინოს რეაგირება ამინდის ცვლილებაზე!

მას შემდეგ, რაც მრავალმა დაავადებამ შემაწუხა, უფრო ყურადღებიანი გავხდი საკუთარი ჯანმრთელობისადმი. ვცდილობ, ხელი შევუწყო ორგანიზმს, ვაკვირდები, რა  მვნებს და რა მერგება. აღმოვაჩინე, რომ წნევის მკვეთრი ცვლილება და გარემოს ტემპერატურა საგრძნობლად მიუარესებს მდგომარეობას: მეწყება სახსრების და თავის ტკივილი,მიუარესდება კუჭ-ნაწლავის მოქმედება, მიწევს წნევა.

ერთ ნაცნობ ექიმს ვუამბე ამის შესახებ. ასეთ სიმპტომებს ამინდისადმი მომატებული მგრძნობელობა ანუ მეტეოდამოკიდებულება ჰქვიაო, კონკრეტული კი ვერაფერი მირჩია. სამაგიეროდ, მე თავად მივაგენი ხალხურ რეცეპტს: კულმუხოს ნაყენი უებარი წამალია მეტეომგრძნობელობის სამკურნალოდ — ეხმარება სისხლძარღვებს გახდეს უფრო ელასტიკური და სწრაფად მოახდინოს რეაგირება ამინდის ცვლილებაზე.

ნაყენი ასე მზადდება: 1,5 ს/კ დანამცეცებულ კულმუხოს ფესვს დაასხით 0,5ლ არაყი, დადგით ბნელ ადგილას 1 კვირით, შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ თითო ჩ/კ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. ამინდის მკვეთრი ცვალებადობის და მაგნიტური ქარიშხლების პერიოდში ქრონიკული დაავადებების (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების) მქონე ყველა ადამიანს ვურჩევ, 2-3 კვირის განმავლობაში სვას ეს ნაყენი."

ექიმის კომენტარი: კულმუხო მრავალწლიანი მცენარეა, იზრდება ნესტიან ადგილებში. ახასიათებს მსხვილი ფესურა, რომლიდანაც ბევრი ფესვი გამოდის. ფესურა და ფესვები მდიდარია ეთერზეთებით, ვიტამინებით, პიგმენტებით, ლორწოთი. შეიცავს ალკალოიდებს, პოლისაქარიდებს, ინსულინს და ფსევდოინსულინს. ძველ ქართულ სამედიცინო ხელნაწერებში კულმუხო ანდუზის, კურმუხის ანდა რასინის სახელწოდებითაც გვხვდება. სამკურნალოდ იხმარებოდა ამ მცენარის ძირი, თესლი, ზეთი.

მისგან ამზადებდნენ შარბათს, მაჯუნს და სხვა. კულმუხო გვხვდება თირკმელების დაავადების სამკურნალო წამლის შემადგენლობაში. გარდა ამისა, იყენებდნენ უნებლიე შარდვის სამკურნალოდ, ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლადაც იხმარებოდა.

ხოლო თანამედროვე მედიცინაში კულმუხოს ფესურა იხმარება, როგორც ამოსახველებელი საშუალება ფილტვების სხვადასხვა დაავადების დროს. ისაა შარდმდენი საშუალება, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ნაღველმდენი მოქმედება, ამცირებს ნაწლავის მოტორულ და სეკრეტორულ აქტიურობას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა წყლულის შეხორცებას და აწესრიგებს საჭმლის მონელებას. რაც შეეხება მეტეომგრძნობელობის მკურნალობას, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში დადებით ეფექტს მცენარის მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედება იძლევა.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია