პანკრეატიტის სამკურნალო მცენარეული რეცეპტი, რომელიც ხალხური რეცეპტების წიგნიდანაა ამოღებული! სცადეთ იქნებ თქვენც გიშველოთ
დღევანდელ სტატიაში გვსურს გაგიზაროთ ერთ ერთი მკითხველის პირადი გამოცდილება და მის მიერ მოპოვებული რეცეპტი, რომლის გამოყენებითაც მან ეფექტურად დაამარცხა პანკრეატიტი!
დიდი ხნის განმავლობაში მქონდა დარღვეული საჭმლის მონელება, საკმარისი იყო ცოტა ცხიმიანი საკვები მიმეღო, რომ მაშინვე ამეშლებოდა კუჭი, მიგროვდებოდა გაზები. ბოლო დროს კი დამეწყო საშინელი შეტევითი ტკივილი. ექიმებმა დამისვეს ქრონიკული პანკრეატიტის დიაგნოზი. დამინიშნეს ფერმენტული პრეპარატები, თუმცა ამან მხოლოდ უმნიშვნელოდ შემიმსუბუქა მდგომარეობა. ტკივილი პერიოდულად ისევ მაწუხებდა.
ხალხური მედიცინის რომელიღაც წიგნში ამოვიკითხე პანკრეატიტის სამკურნალო მცენარეული რეცეპტი. დავამზადე ნაყენი და მივიღე. შედეგი მალევე ვიგრძენი. ახლა მხოლოდ დიეტის მკვეთრად დარღვევის დროს ვსვამ პანზინორმს და პერიოდულად ვამზადებ ხოლმე ნაყენს. ტკივილი კარგა ხანია, აღარ მქონია.
მცენარეთა ნარევის დამზადების წესი ასეთია: აიღეთ 3-3 ს/კ კამის თესლი და პიტნა, 2-2 ს/კ კუნელი და უკვდავა და 1 ს/კ გვირილა. აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ მიღებული ნარევის 2 ს/კ ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წთ-ის განმავლობაში.
გადმოდგით, შეაგრილეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 1 სთ- ის შემდეგ. მე მიშველა და სცადეთ, იქნებ თქვენც წამლად გექცეთ"
ექიმის კომენტარი: ქრონიკული პანკრეატიტის მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიეტას — კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილით და მინიმალური რაოდენობით უნდა შეიცავდეს ცხიმებს, კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლი, ინიშნება ჩანაცვლებითი თერაპია (კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები). ამასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს სანაღვლე გზების ფუნქციონირების მოწესრიგებას ფიტოთერაპიული საშუალებებით. მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტში შემავალ მცენარეებს აქვს დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიმიკრობული, ნაღველმდენი მოქმედება. ეს კომბინირებული ეფექტი უდავოდ დადებით შედეგს მოგვცემს პანკრეატიტის მკურნალობისას.
წყარო: კარაბადინი