ქაცვის ზეთით მოვირჩინე კუჭის წყლული და მას შემდეგ დაავადებას თავი აღარ შეუხსენებია!

1927

ქაცვის ზეთით მოვირჩინე კუჭის წყლული და მას შემდეგ დაავადებას თავი აღარ შეუხსენებია!

ალბათ ბევრს მოგეხსენებათ, რომ ქაცვს საუკეთესო სამკურნალო თვისებები აქვს, განსაკუთრებით ეფექტიანია ქაცვის ზეთი. მე პირადად კუჭის წყლულის სამკურნალოდ უკეთესი საშუალება არ მეგულება. თორმეტი წლის წინათ მოვირჩინე ქაცვის ზეთით კუჭის წყლული და მას შემდეგ დაავადებას თავი აღარ შეუხსენებია.

სამკურნალოდ გამოიყენება ქაცვის ტოტების ქერქი და თესლი. ორგანიზმში ყველანაირი ვიტამინის დეფიციტს შეავსებს დღეში ერთი ჭიქა ქაცვის წვენი, რომელიც მისი ნაყოფისგან იწურება.

თავდაპირველად ქაცვისაგან ვამზადებ ჟელეს, რომელსაც მთელი ზამთარი ვიყენებ: ჯერ კარგად გარეცხილი და შემდეგ გამშრალი ქაცვი გაწურეთ წვენსაწურში. წვენს დაუმატეთ თანაბარი რაოდენობის შაქარი. ნარევი უნდა შეათბოთ ცეცხლზე 40 C- მდე(მეტი არ შეიძლება) და განუწყვეტლივ ურიოთ, ვიდრე შაქარი არ გაიხსნება. შემდეგ ცხელი ნარევი ჩაასხით წინასწარ კარგად გასტერილებულ ქილებში. ამგვარად მომზადებული ჟელე ვიტამინებს კარგად ინარჩუნებს და თანაც მშვენივრად ინახება. მას კი იყენებენ იმუნიტეტის დაქვეითებისას, ორგანიზმის დასუსტებისას, ნებისმიერი დაავადებისას და ალერგიის დროსაც კი ქაცვის ზეთი აფთიაქებში იყიდება თითო ჩაის კოვზი მიიღეთ ყოველ დილით უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს სასარგებლოა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ხანგრძლივი სიცოცხლისათვის.

ექიმის კომენტარი: ქაცვის ზეთი აჩქარებს წყლულებისა და ჭრილობების შეხორცებას, გარდა ამისა, მას აქვს ანტიბაქტერიული თვისებები — აფერხებს არაერთი ბაქტერიის ზრდას.

– ქაცვის ზეთი აქვეითებს კუჭის წვენის სეკრეციას, აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში, აჩერებს ათეროსკლეროზული პროცესის პროგრესირებას, მდიდარია E, B1, B2, B და P ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ფოსფოლიპიდებით, მცენარეული სტერინებით.

ქაცვის ზეთს იყენებენ გინეკოლოგიაში ანთებითი დაავადებების სამკურნალოდაც. ეს საშუალება ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის და დამწვრობის სამკურნალოდ. ქაცვის ზეთიან სანთლებს იყენებენ ჰემოროის და პროქტოლოგიაში ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების სამკურნალოდ. ქაცვის ზეთი გამოიყენება, აგრეთვე, ქრონიკული ტონზილიტის და ჰაიმორიტის მკურნალობისას.

Facebook კომენტარები