სამოცს გადაცილებული ქალი ვარ. ათი წელია მაწუხებს ნაღვლის ბუშტი, თუმცა მას ჭარხლის დახმარებით მარტივად ვუმკლავდები! ვფიქრობ თქვენც უნდა სცადოთ

647

სამოცს გადაცილებული ქალი ვარ. ათი წელია მაწუხებს ნაღვლის ბუშტი, თუმცა მას ჭარხლის დახმარებით მარტივად ვუმკლავდები! ვფიქრობ თქვენც უნდა სცადოთ

სამოცს გადაცილებული ქალი ვარ. ათი წელია მაწუხებს ნაღვლის ბუშტი. ექიმმა ნაღვლის ბუშტის ანთება დამიდგინა. წამლებთან ერთად დამინიშნეს დიეტა, რომელსაც, შეძლებისდაგვარად, ვიცავ, მაგრამ რაკი გემრიელი ჭამა-სმა მიყვარს, ხშირად ვარღვევ, შემწვარსაც გეახლებით და ცხიმიანსაც.

ასეთ დროს ნაღვლის ბუშტს შინაურ წამლებს ვაშველებ, რომ ხელახლა არ გაღიზიანდეს. ერთ მათგანს თქვენც გასწავლით:

1,5 კგ ჭარხალი გათალეთ, დაჭერით, ჩაყარეთ დიდ ქვაბში და დაასხით 3 ლ წყალი. შემოდგით ქურაზე, მიიყვანეთ დუღილამდე და 4-5 საათი ნელ ცეცხლზე ხარშეთ. ეს ნახარში უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, 1/3ჩაის ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

ექიმის კომენტარი: ჭარხლის მოყვანა ადამიანმა რამდენიმე ათასი წლის წინათ დაიწყო. აზიაში საკვებად მხოლოდ ფოთლებს მიირთმევდნენ, ფესვს კი სამკურ- ნალოდ იყენებდნენ. ძირხვენებს პირველად არაბებმა გაუსინჯეს გემო, მერე კი ინდოელებმა.

ინდოეთიდან შეიტანეს ეს კულტურა საბერძნეთსა და რომში, იქიდან კი, სავარაუდოდ, ჩვენში გავრცელდა. ჭარხალს მიირთმევენ უმს, მოხარშულს, შემწვარს. XX საუკუნეში ამ ბოსტნეულსა და მის წვენს დადებითი შეფასება მისცეს ექიმებმა და დიეტოლოგებმა. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგამოწურული უმი ჭარხლის წვენი დადებით გავლენას ახდენს რძემჟავას ცვლაზე და ხელს უშლის სიმ- სივნეების წარმოშობას.

სხვა ძირხვენებს ჭარხალი სამკურნალო-დიეტური თვისებებით სჯობნის. მასში უხვად არის გულის მუშაობისა და სისხლის მჟავატუტოვანი წონასწორობისთვის აუცილებელი კალციუმი და კალიუმი, ამინმჟავების, რკინისა და თუთიის შემცველობით კი მას ვერც ერთი სხვა ბოსტნეული ვერ შეედრება. ამ ნივთიერების წყალობით თან ერთად ჭარხალი ორგანული ქლორის წყაროც არის — იწმინდება ორგანიზმი წიდისგან. ჭარხალში ბევრია კობალტი, რომელზეც არის მოკიდებული ვიტამინ B-ის სინთეზი, ასევე საპონინები, რომლებიც ქოლესტერინს ბოჭავს ნაწლავებში, ამიტომ ყოველდღიურ მენიუში ჭარხლის ჩართვა განსაკუთრებით იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომელთაც მომატებული აქვთ ქოლესტერინი.

ჭარხალი მდიდარია იოდით, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მეხსიერებისთვის, ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგი ორსულებისთვის, მეძუძური დედებისა და ბავშვებისთვის. ჭარხალში ასევე ბევრია ფოლიუმის მჟავა, რომელიც სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს.

ამ სასარგებლო ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარია როგორც ჭარხლის ფესვი (ძირხვენა), ასევე ფოთლები, ხოლო ცილები (ამინმჟავები) და მინერალური ნივთიერებები ფოთლებში 2-3-ჯერ უფრო მეტია. ეს ბოსტნეული ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილთათვისაც.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია