სასწრაფო ინფორმაცია, რომელიც არ გეცოდინებათ! რა რაოდენობით ყველი უნდა მიიღოთ ყოველდღიურად და რატომ?. .

607

სასწრაფო ინფორმაცია, რომელიც არ გეცოდინებათ! რა რაოდენობით ყველი უნდა მიიღოთ ყოველდღიურად და რატომ?. .

ყველს ცხიმის მაღალი შემცველობის გამო კარგი რეპუტაცია არ აქვს, მაგრამ ამავდროულად ყველი ცილების კარგ წყაროს წარმოადგენს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინებს შეიცავს.

დარწმუნებულნი ვართ ჩვენი მკითველის დიდიმა ნაწილმა უკვე იცის, რომ ყველი ცილების ძალიან კარგ წყაროს წარმოადგენს და შესაბამისად ის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინების დიდ ნაწილსაც შეიცავს. ალბათ აქედანვე გამომდინარეობს ის, რომ მკვლევრების საკმაოდ დიდი ნაწილი გვირჩევს ყოველდღე ყველის მცირე რაოდენობით მიღებას

ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ : ეს პროდუქტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინებს შეიცავს. სპეციალისტების თქმით, ყველის სახეობიდან გამომდინარე ის შეიძლება შეიცავდეს A, B2, B6, B12, D და K ვიტამინებს. მოგეხსენებათ A ვიტამინი იმუნურ სისტემას მხარს უჭერს, B2 ვიტამინი კანის, თმის და ნერვული სისტემის ჯანსაღ მდგომარეობას უზრუნველყოფს. B6 ვიტამინი ჰემოგლობინის წარმოებისთვის აუცილებელია. ხოლო B12 ვიტამინი ერითროციტების წარმოებისთვის, D ვიტამინი კალციუმის რეგულირებისთვის, K ვიტამინი კი სისხლის შედედებისა და ჭრილობის უკეთ შეხორცებისთვისაა აუცილებელი.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველი ცილების კარგ წყაროს წარმოადგენს, რომელიც უჯრედების,ქსოვილების და კუნთების ფორმირებისთვის, ასევე ჰორმონების და ანტისხეულების წარმოებისთვის გამოიყენება. ცილების ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს ყველი ფეტა წარმოადგენს – ის ყველის სხვა სახეობასთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ცხიმს შეიცავს.

ასევე ყველის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა – ის კბილებისთვის ძალიან სასარგებლოა. ყველი დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს, რაც კბილების და ძვლების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამ ყველაფრისა ყველი პირის ღრუში PH დონეს ამცირებს და კბილის ნადებს ებრძვის კიდეც.

და მაინც მთავარი კითვა, რა რაოდენობით ყველი უნდა მივირთვათ ყოველდღიურად?

დადგენილია რომ ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში ყველის რეკომენდებული რაოდენობა 30 გრამს შეადგენს. ზოგადად, სპეციალისტების აზრით, დღეში 2-3 ნაჭერი ნაკლებად ცხიმიანი რძის პროდუქტი უნდა მიიღოთ, მაგრამ მოგეხსენებათ ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და შესაბამისად განსხვავებულად ღებულობს ყველა პროდუქტს. ჩვენ უბრალოდ ზოგადად დაშვებული ზღვარი გაგაცანით დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა გახსოვდეთ ჭარბი არაფერი არაა სასარგებლო!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია