პიელონეფრიტის მკურნალობა სახლის პირობებში შესაძლებელია

1104

პიელონეფრიტის მკურნალობა სახლის პირობებში შესაძლებელია

პიელონეფრიტი თირკმელების ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თირკმლის ქსოვილი, თირკმლის მენჯი და ფიალები. ის უმეტესად ცალმხრივია, იშვიათად – ორმხრივიც.

პიელონეფრიტს აღმავალი ინფექცია იწვევს. ჯანმრთელ ადამიანს სტერილური შარდი აქვს, მაგრამ ბაქტერიას შეუძლია, ახლომდებარე ორგანოებიდან (მაგალითად, ნაწლავებიდან, სასქესო ორგანოებიდან) ლიმფური და სისხლძარღვოვანი სისტემის საშუალებით საშარდე გზებში მოხვდეს და იქ გამრავლდეს.

პიელონეფრიტი მოსალოდნელია მაშინაც, როცა დარღვეულია თირკმელებიდან შარდის გამოყოფა (მაგალითად, საშარდე გზების ობსტრუქცია კენჭებით, სიმსივნური წარმონაქმნით, სტრიქტურებით,  პროსტატის ჰიპერტოფიის გამო). ეს იწვევს შარდის სტაზს (შეგუბებას) და მასში ბაქტერიების გამრავლებას.

პიელონეფრიტის დიაგნოზი დამისვეს. რასაკვირველია, წამლებიც გამომიწერეს. ძალიან ძვირი ღირდა, ამიტომ ორი დღის სამყოფი შევიძინე და დავლიე, მეტი ვერ შევძელი.

მეზობელმა ჩემი ავადმყოფობა გულთან მიიტანა, გამომიტანა თავისი ხელით მომზადებული პროპოლისის კარაქი და მასწავლა, როგორუნდამესვა. დავუჯერე და შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე განკურნებული ვარ.

მეზობელმა ამ წამლის მომზადებაც მასწავლა და მითხრა, რომ დიდი მადლი იქნებოდა, თუ სხვებსაც ვასწავლიდი.

ძალიან მინდა, თქვენი ჟურნალის
მეშვეობით ყველას გავაცნო ამ წამლის რეცეპტი, ვინ იცის, იქნებ კიდევ ვინმეს გამოადგეს.

– ერთი კილოგრამი უმარილო ნაღების კარაქი გაალღვეთ მომინანქრებულ ქვაბში და ოდნავ (80 გრადუსამდე) შეაგრილეთ. ამასობაში მჭრელი დანით დაკეპეთ ან გახეხეთ პროპოლისი (ზამთარში დინდგელი მაგრდება და ადვილად იფხვნება, ზაფხულში კი წებოვანი და
ძნელი დასაქუცმაცებელია, ამიტომ სითბოში პროპოლისი მაცივარში უნდა შეინახოთ), 150 გრამი ჩაყარეთ 80 გრადუსამდე შეგრილებულ კარაქში და გულდასმით აურიეთ ლითონის
კოვზით, დაახურეთ სახურავი და 20 წუთს გააჩერეთ.

ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე
აურიეთ, რათა პროპოლისი ქვაბის კედლებსა და ძირს არ მიეკრას. 20 წუთის შემდეგ მიიღებთ ფაფისმაგვარ მასას.

გააცხელეთ 80-90 გრადუსამდე (უფრო მეტადაც) და 15-20 წუთს დატოვეთ ცეცხლზე (მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად დროდადრ გადმოდგით). მზა მასა გაფილტრეთ ცალფა დოლბანდში ან ლითონის საცერში და გადაიღეთ ქილაში.

მზა პროპოლისის კარაქს აქვს მოყვითალო-მომწვანო ფერი, პროპოლისის სპეციფიკური სუნი და სასიამოვნო მომწარო გემო.

შედედების შემდეგ ქილის ფსკერზე ჩნდება
პროპოლისის ნალექი. ის უვნებელია და მისი ჭამა შეიძლება.

თუ პროპოლისის კარაქს დაბალი ხარისხის ნაღების კარაქისგან მოამზადებთ, მაშინ
ქილის ძირზე წარმოიქმნება სითხე, რომელიც აუცილებლად უნდა გადაასხათ
პროპოლისის კარაქი რაიმე მჭრელი საგნით (დანით, ჩხირით) გახვრიტეთ და სითხე გადაღვარეთ.

ქილის ძირზე წყალი არ გაჩნდება, თუ ნაღების კარაქს წამოდუღების დროს (პროპოლისის გარევამდე) მოხდით ქაფს.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები