საშუალებები, რომელიც ზედმეტი ჩარევების გარეშე მოგაშორებთ ძლოვან წანაზარდებს და ღორის სოლიტერს!

548

საშუალებები, რომელიც ზედმეტი ჩარევების გარეშე მოგაშორებთ ძლოვან წანაზარდებს და ღორის სოლიტერს!

როგორ მოვიშოროთ ძვლოვანი წანაზარდეგი და ღორის სოლიტერი? ალბათ გარკვეულ თქვენგანს ეს კითხვა ერთხელ მაინც გასჩენია. .

დღევანდელ სტატიაში კი სწორედ ამ კითხვებზე გვსურს ამომწურავი და სრულყოფილი პასუხების გაცემა:

მინდა გაგაცნოთ ორი რეცეპტი, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე. ვარ 72 წლის.

ჯერ კიდევ 55-60 წლის ასაკში ფეხის ცერებთან გამიჩნდა წანაზარდები. ნაცნობმა საკმაოდ ხელმისაწვდომი და მარტივი საშუალება მირჩია, რომელიც ნამდვილად გამოვცადე მე თვითონაც. იოდის დახმარებით ვიმუშავებდი ჩემთვის პრობლემურ ზონას და შემდგომ ჩვეულებრივი ზეთით ვიმასაჟებდი კიდეც, ეს პროცესი საკმაოდ რეგულარული ხასიათის გახლდა თუმცა ნამდვილად ღირდა, რადგან ახლა წანაზარდები აღარ მაქვს.

რაც შეეხება მეორე რეცეპტს, ის 30 წლისამ გამოვცადე. გამიჩნდა ღორის სოლიტერი, რომელიც თავად შევამჩნიე კუჭის მოქმედებისას. ამ შემთხვევაშიც რაღა თქმა უნდა ხალხურ მედიცინას მივადექი საშველად.

3 ჭიქა გოგრის უმი თესლი გაფცქვენით ისე, რომ შიგნიდან მწვანე ფენა არ მოაშოროთ. დანაყეთ, შეურიეთ 1-2 ს/კ თაფლი და ჭამეთ ნელ-ნელა, კარგად დაღეჭეთ. მკურნალობის დაწყების წინ, 2-3 დღის განმავლობაში არ უნდა მიირთვათ თევზი, ხორცი, ცხიმიანი და რძის პროდუქტი. შეგიძლიათ ჭამოთ ურძეო და უკარაქო ფაფები, ხილი და ბოსტნეული, ოღონდ კარგად უნდა დაღეჭოთ, დალიოთ მურაბიანი ჩაი. ამ რეცეპტმა მალევე მომცა შედეგი.

მერე შევიტყვე, რომ იგი მარტო სოლიტერზე კი არა, ნებისმიერი ჭიის დროს არის შედეგიანი. დღეს ეს პრობლემა ბავშვებს აწუხებთ. ქიმიურ წამლებს კი ეს რეცეპტი სჯობს. სცადეთ, კმაყოფილი დარჩებით.

ყველას გისურვებთ გამოჯანმრთელებას!

ექიმის კომენტარი: იოდი მართლაც ხასიათდება ადგილობრივი ანტიანთებითი, ქსოვილოვანი ცვლის გამააქტიურებელი ეფექტით. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ყველა სახის წანაზარდის დროს შედეგს ვერ მიიღებთ ორთოპედისა და რევმატოლოგის ჩარევის გარეშე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია