რეცეპტები, რომლებიც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ! მათი უმეტესობა შესაძლოა თქვენთვის უცნობიც კი იყოს. .

454

რეცეპტები, რომლებიც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ! მათი უმეტესობა შესაძლოა თქვენთვის უცნობიც კი იყოს. .

მოგეხსენებათ მთლიანი ორგანიზმის მდგომარეობა და სიჯანსარე ყოველთვის დამოკიდებული ზოგადად იმუნიტეტის დონეზე! რაც უფრო ძლიერი იმუნიტეტი გექნებათ მით მარტივად გადაიტანთ ნებისმიერ დაავადებას.

ამიტომ გაეცანით ამ რეცეპტების კრებულს და თქვენთვის ყველაზე მეტად შესაფერისი შეინახეტ, შემდგომი გამოყენებისთვის

-რეცეპტი#1:  დაგჭირდებათ  100 გრ გახეხილი ვაშლი, 100 გრ გასუფთავებული დაფქული ნიგოზი, 1 ს/კ თაფლი და 2 ლიმონის წვენი ეს ყოველივე ერთმანეთს კარგად აურიეთ. შემდგომ კი მიიღეთ1 ს/კ (1 ჩ/კ ბავშვებისთვის) საშუალება დღეში 2-3-ჯერ ჭამის წინ. შეინახეთ მაცივარში

- ასევე გამოგადგებათ რეცეპტი #2: 300 გრ გარგარის ჩირი, 300 გრ გასუფთავებული ნიგოზი, 3 ლიმონი ცედრა და 300 გრ ქიშმიში ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. შემდგომ კი მიიღეთ 1 ჩ/კ (ბავშვებმა), ხოლო დღეში 1 ს/კ (ზრდასრულებმა). დილით, უზმოზე ან სადილის წინ, ჭამამდე 1 საათით ადრე. ღამითაც შეგიძლიათ მიიღოთ. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში .

რეცეპტი #3: ნებისმიერი ახალდაწურული წითელი ფერის წვენი (ალუბალი, ჭარხალი,  მარწყვი,მაყვალი, ყურძენი, ბროწეული, მოცვი) ზაფხულში, 3 კვირის განმავლობაში მიიღეთ. პირველ კვირას ნახევარი ჭიქა წვენი დღეში 3-ჯერ, მე-2 კვირას – 2-ჯერ, მე-3 კვირას – დღეში ერთხელ კვებას შორის. 10 დღეში კურსი კვლავ გაიმეორეთ.

რეცეპტი#4: დაჭყლიტეთ 0,5 კგ შტოში, 1 ჭიქა ნიგოზი და კუბებად დაჭრილი 2-3 მწვანე ვაშლი ქერქიანად დაუმატეთ. ასევე დაუმატეთ 0,5 კგ შაქარი და 0,5 ჭიქა წყალი  დაუმატეთ, სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ არ ადუღდება, შემდეგ ქილაში გადაიტანეთ. 1 ს/კ საშუალება დილა–საღამოს მიიღეთ, ჩაიც დააყოლეთ.

იცოდით ისიც, რომ ასკილი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად საუკეთესო დამხმარეა. მისი ნაყოფი ავიტამინოზის დროს ორგანიზმის ვიტამინებით გასამდიდრებლად, ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის, ნაღვლმდენ,შარდმდენ, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელ საშუალებად გამოიყენება.

სასმელის რეცეპტი: 8 ს/კ ხმელ ნაყოფს 4 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 4 ს/კ შაქარი დაუმატეთ და 10 წუთით ადუღეთ. 4 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და ბოთლებში ჩაასხით.

და ბოლოს 2-3 თავი ხახვი წვრილად დაჭერით და 200 გრ შაქარი აურიეთ. 0,5 ლ წყალი დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე მინმუმ 1,5 საათით ხარშეთ. გრილ მასას 2 ს/კ თაფლი დაუმატეთ. გადაწურეთ და მინის ჭურჭელში გადაიტანეთ. 1 ს/კ საშუალება დღეში 3-5-ჯერ დალიეთ. იგი არა მხოლოდ იმუნიტეტის გასაძლიერებლად, არამედ სურდოს პრევენციისთვისაც გამოიყენება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია