ჩაი მონასტრიდან! რეცეპტი, რომელიც ყველაზე უიმედო ავადმყოფსაც ფეხზე დააყენებს

1415

ჩაი მონასტრიდან! რეცეპტი, რომელიც ყველაზე უიმედო ავადმყოფსაც ფეხზე დააყენებს

როგორც ამბობენ მონასტერში ადრე ამ ჩაის რეცეპტით საკმაოდ ბევრ უსიამოვნო დაავადებას კურნავდნენ, მეტიც მას შეუძლია, როგორც დასუსტებული ორგანიზმის გაძლიერება, ფიზიკური ძალების აღდგენა, ასევე ჭრილობის შეხორცება და შინაგანი ორგანოების განკურნება.

ამ ყველაფრის ფონზე კი სიცხის დაწევა და ტკივილის შემსუბუქებაც მოიაზრება, რაც უიმედო ავადმყოფის ფეხზე დაყენების წინაპირობაა.

ამ ყველა სიკეთის ფონზე გვინა ჩვენს მკითხველსაც გავუზიაროთ ამ ჩაის რეცეპტი, რომელიც სახლის პირობებშიც მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ და მიირთვათ. ჯერ კიდევ რამდნეიმე ათეული წელის ამ ჩაის საიდუმლო რეცეპტი საგულდაგულოდ ინახებოდა და თითოეულ მონასტერში საკუთარი თავისებურება ჰქონდა, მაგრამ მთავარი ნარევი უცვლელი რჩება და ესენია: მზიურას ფესვი, ასკილის ნაყოფი, კრაზანას ბალახი, თავშავას ბალახი და შავი ჩაი.

თითოეული კომპონენტის სასარგებლო თვისებებზე ჩვენ არა ერთ სტატიაში ბევრი გვისაუბრია, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდებით და პირდაპირ რეცეპტზე გადავალთ, რომლის უნიკალური სამკურნალო თვისებების საიდუმლო მის მომზადებაშია. ჩაი დილით მთელი დღისთვის მზადდება. 2–2 ს/კ თითოეული ბალახი და 2 ჩ/კ შავი ჩაი 1 ლ წყალზე აიღეთ. მზიურას ფესვებს და ასკილის ნაყოფს ცხელი წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ კრაზანა,თავშავა და შავი ჩაი დაუმატეთ. კიდევ 1 საათით ძალიან სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და ჩაის მოსამზადებლად გამოიყენეთ, ცხელ წყალში გააზავეთ.

მონასტრის ჩაი მთელი დღის განმავლობაში უნდა სვათ. ხოლო გემოვნებით დაუმატეთ თაფლი და ლიმონი. ყოველდღე კი ახალი ჩაი მოამზადეთ. პაციენტებმა და დასუსტებულმა ადამიანებმა გამოჯანმრთელებამდე უნდა დალიონ, სანამ ძალების მატებას და ავადმყოფობის უკან დახევას არ იგრძნობენ! ასევე ძალიან სასარგებლოა  ორგანიზმის ტონუსის გასაზრდელად, ცუდი განწყობის, სისუსტის და დეპრესიის დროს.

ჩაი დილით გაგამხნევებთ, საღამოს კი დაგამშვიდებთ. აუცილებლად სცადეთ და ყველას ურჩიეთ, ვისაც კი დაღლილობა, ავადმყოფობა და სისუსტე აწუხებს. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ყველა ბალახს უკუჩვენებად, ინდივიდუალური აუტანლობა შეიძლება ჰქონდეს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია