წლებია ვემადლიერები რეცეპტს, რომელმაც ჩემი შვილი ფსორიაზისგან იხსნა!! იქნებ თქვენც გამოგადგეთ, ნახეთ აბა 

30467

წლებია ვემადლიერები რეცეპტს, რომელმაც ჩემი შვილი ფსორიაზისგან იხსნა!! იქნებ თქვენც გამოგადგეთ, ნახეთ აბა 

ჩემი შვილი  ექვსი წლის იყო სულ პირველად, ხელებზე გამონაყარი პირველად რომ გაუჩნდა. ექიმიდან ექიმთან დავატარებდით, ვიდრე ერთ – ერთმა ფსორიაზი არ იეჭვა. რამდნეიმე ხანში ეჭვი გამართლდა. ამ დაავადების სამკურნალო თუ რამ არსებობდა, არაფერი დაგვიკლია და რამდენიმე თვეში გამონაყარმაც გაუარა.

იმ ზაფხულს მთაში ვისვენებდით. ერთ დღეს იქაურმა ბიჭებმა მიტოვებულ ნასახლარის დასათვალიერებლად წაიყვანეს. მაღალ ბალახში, მოუვლელ ეზოში, გველი დაუნახავს და ძალიან შეშინებია.

მეორე დილას ხელებზე ისევ გამოაყარა, თანაც უფრო მეტად, ვიდრე მკურნალობამდე ჰქონდა. შევწუხდით. დიასახლისმა, 80 წლის ქალბატონმა, შეგვატყო უგუნებობა, ბავშვის ხელები მაჩვენეთო, გვითხრა, შემდეგ დაგვამშვიდა და ეს წამალი გვასწავლა, მას მერე მისი მადლიერნი ვარ:

მკურნალობის წესი ასეთია:

ვასხამთ 500 მლ წყალს 100 გრ მოცვის ნაყოფს, , ვდგამთ ნელ ცეცხლზე და წამოვადუღებთ. 5 წუთის შემდეგ ცეცხლს ვაქრობთ და ჭურჭელს ვფუთავთ, 5 – 7 საათის შემდეგ კი გადავწურავთ. ფსორიაზის გამწვავებისას ნახარშში ვასველებთ დოლბანდს და დილა – საღამოს ვიფენთ დაზიანებულ კანზე. დღეს ჩემი ვაჟი 34 წლისაა. საკმარისია, გამონაყარმა თავი იჩინოს, რომ უმალვე მოცვის საფენებს იკეთებს და კანიც ეწმინდება.

ასევე გთავაზობთ კიდევ რამდენიმე რეცეპტს:

დამაამებელი უნარი აქვს ფარსმანდუკის აბაზანასაც: ფარსმანდუკი ცხელ წყალში უნდა ჩაყაროთ და შემდეგ ამ წყლის აბაზანა მიიღოთ.

დაზიანების კერებზე წაისვით ქრისტესისხლას წვენი. ის აშორებს ფუფხს და გამონაყარს სწრაფად აცხრობს.

ფსორიაზული და ეგზემური გამონაყარის ჩასაცხრობად ძალიან კარგია არყის ხის კვირტების 10 – 30 – პროცენტიანი მალამო.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია