გთავაზობთ მუხლის კომპრესს, რომელიც მთელი ღამე უნდა გაიჩეროთ და დილით უკვე ყველანაირი დისკომფორტი მოშორებული გექნებათ!

3463

გთავაზობთ მუხლის კომპრესს, რომელიც მთელი ღამე უნდა გაიჩეროთ და დილით უკვე ყველანაირი დისკომფორტი მოშორებული გექნებათ!

მოგეხსენებათ მუხლის სახსარი ჩვენს ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თუმცა ამოვდროლად დაუცველი სახსარია. ესკი გამოწვეულია იქიდან, რომ ყოველდღიურად ჩვენი მუხლები წარმოუდგენლად დიდი დატვირთვას განიცდის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არასწორად იკვებებით, ჭარბი წონა გაწუხებთ და ხშირად იღებთ ტრამვებს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ აუტანელ ტკივილებს განიცდიდეთ განსაკუთრებით მუხლის მიდამოში. ბოლო კვლევების მონაცემებით ასაკის მატებასთან ერთად ყოველი მეორე ადამიანი ჩვენს პლანეტაზე მუხლების ტკივილისგან იტანჯება.

რაღა თქმა უნდა პირველივე საგანგაშო სიმპტომების დროს აუცილებელია დაუყონებლივ ექიმთან ვიზიტი და სახსრების მკურნალობა. მუხლებში განცდილი აუტანელი ტკივილების მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ართრიტი, ტრამვა, რევმატიზმი, ართროზი, და ა.შ. სწორედ ამიტომ, თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა.

ჩვენ კი დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ რამდენიმე ძალიან ეფექტურ ხალხურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ მუხლების სახსრებბის ანთების და ტკივილის მოხსნაში, თუმცა ყოველივე ეს დროებითია და პრობლემის სამუდამოდ გადასაჭრელად აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, რადგან ამ პრობლემამ შეიძლება უფრო მოგვიანებით რთული და მასშტაბური ფორმა შეიძლება შეიძინოს.

სახსრების მკურნალობა ხალხური მეთოდით

თავდაპირველად გარეცხეთ კომბოსტოს ფოთოლი, გააშრეთ და დაიფინეთ დაზიანებულ მუხლზე. გადაიხვიეთ დოლბანდით და დაიტოვეთ მთელი ღამით.

გაალღვეთ მაჩვის ქონი (იყიდება აფთიაქებში) წყლის აბაზანაზე და შეურიეთ თანაბარი რაოდენობით თაფლთან. მიღებული ნარევი შეიზილეთ დაზიანებულ მუხლზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე.

მოათავსეთ ბლენდერში თანაბარი რაოდენობით წვრილად დაჭრილი თაფლი და ბოლოკი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული საშუალება შეიზილეთ პრობლემურ მუხლზე და გადაიხვიეთ პირსახოცი. შეგიძლიათ მოიხსნათ ეს კომპრესი რამდენიმე საათში ან დაიტოვოთ მთელი ღამით. სახსრების ჯანმრთელობისთვის რეკომენდირებულია ამ საშუალების შინაგანი მიღებაც.

დაიმახსოვრეთ, რომ მუხლების სახსრების დაავადება სერიოზული პრობლემაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს: ანთებითი პროცესის ჩახშობა,დიეტა, სამკურნალო ფიზკულტურა და ა.შ. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, თუ არ გსურთ პრობლემის კიდევ უფრო გართულება!

Facebook კომენტარები