ყველაზე ლამაზი ევროპული მიმართულებები საშობაოდ

39
საშობაო მიმართულებები

ევროპაში საშობაო სეზონი განსაკუთრებული დროა, რომელიც გამოირჩევა უნიკალური დეკორაციებით, განათებებით, ფერადი ბაზრებითა და ტრადიციებით. ამ დროს ქალაქები ზღაპრულ სამყაროს ემსგავსება და საშობაო განწყობა ტრიალებს ჰაერში. ამ პერიოდისთვის, ევროპის ბევრი ქალაქი საოცარ ატმოსფეროს ქმნის, თუმცა მათ შორის ზოგიერთი განსაკუთრებულად გამოირჩევა. წარმოგიდგენთ ევროპის ულამაზეს საშობაო მიმართულებებს, სადაც შეგიძლიათ საოცარი შთაბეჭდილებებით დაიმუხტოთ და დატკბეთ ზღაპრული დრეებით, ამიტომ გაიგეთ როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად ?. 

1. პრაღა, ჩეხეთი

prague

პრაღა ნამდვილად საოცარი მიმართულებაა საშობაო პერიოდში. ძველი ქალაქის მოედანზე განლაგებული საშობაო ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეულია ევროპაში. განათებული ქუჩები, უზარმაზარი ნაძვის ხე და ცოცხალი მუსიკა ქალაქს ზღაპრულ ატმოსფეროს ანიჭებს. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ ტრადიციული ჩეხური გლინტვეინი, "trdelník" (ტკბილი დესერტი) და ტრადიციული ჩეხური კერძები. პრაღის ციხესიმაგრე და კარლის ხიდი კი კიდევ უფრო განსაკუთრებულად გამოიყურება ზამთრის თოვლიან პერიოდში.

2. ვენა, ავსტრია

ვენა, ევროპული საშობაო ტრადიციების ერთ-ერთი ცენტრია და ცნობილია თავისი დიდი ბაზრებით, რომლებიც თითქმის ყველა მოედანზეა განლაგებული. ვენის ცენტრში, ბელვედერის და შონბრუნის სასახლეების მიდამოებში, საშობაო დეკორაციებით დამშვენებული გარემო, საოცარ შთაბეჭდილებას ქმნის. აქ შეგიძლიათ შეიგრძნოთ ნამდვილი საშობაო სული, გაისეირნოთ ბაზარზე, დალიოთ ტრადიციული ავსტრიული ცხელი შოკოლადი ან გლინტვეინი, ასევე დატკბეთ კულინარიული არჩევანით. ვენა ასევე ცნობილია საკონცერტო პროგრამებით, რაც ამ ქალაქს საშობაო სეზონზე მუსიკალურ და კულტურულ ხიბლს ანიჭებს.

3. სტრასბურგი, საფრანგეთი

სტრასბურგი, რომელიც საფრანგეთის ალზასის რეგიონში მებარეობს, ცნობილია როგორც "ევროპის საშობაო დედაქალაქი." აქ განთავსებული ბაზარი ერთ-ერთი უძველესია ევროპაში და მდებარეობს ქალაქის ცენტრში, გრანდიოზულ ღვთისმშობლის ტაძრის გვერდით. სტრასბურგი სავსეა დეკორაციებით, ბაზრებითა და საშობაო განათებით, რაც ამ პატარა და მყუდრო ქალაქს სრულყოფილ საშობაო ადგილად აქცევს. სტრასბურგში თქვენ შეგხვდებათ ტრადიციული ალზასური ღვინოები, გლინტვეინი და სხვა ტრადიციული კერძები.

4. კოპენჰაგენი, დანია

copenhagen christmas

კოპენჰაგენი საშობაო პერიოდში თავისი სითბოთი და სიმყუდროვით გამოირჩევა. ნიჰავნის არხთან განლაგებული ძველი შენობები განათებებითაა სავსე, ხოლო ტივოლის პარკში ყოველწლიურად საშობაო ბაზარი და ატრაქციონები იხსნება. ტივოლის ბაღები აღიარებულია ერთ-ერთ ულამაზეს სანახაობად ზამთარში და ღამით განათებული გარემო, ნამდვილი ზღაპრული სასწაულის შთაბეჭდილებას ქმნის. კოპენჰაგენში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული დანიური პასკები და ჩაი მყუდრო კაფეებში, რომლებიც განსაკუთრებულად პოპულარულია საშობაო პერიოდში.

5. ბუდაპეშტი, უნგრეთი

ბუდაპეშტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პოპულარული მიმართულებაა საშობაოდ. ქალაქის ბაზრები, რომლებიც წმინდა სტეფანეს ბაზილიკის მიმდებარედ არის განლაგებული, ცნობილია საშობაო დეკორაციებითა და ტრადიციული უნგრული კერძებით. ბაზარში შეგიძლიათ გასინჯოთ უნგრული "langos" (ტრადიციული ტკბილეული) და ცხელი ღვინო. ასევე, ბუდაპეშტის ცნობილი თერმული აბანოები, როგორიცაა გელერტის ან საბოჩის აბანო, მოგცემთ საშუალებას, მიიღოთ ტრადიციული ევროპული საშობაო გამოცდილება განსხვავებული გარემოში.

6. კიოლნი, გერმანია

გერმანიაში საშობაო ბაზრების ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის და კიოლნი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. აქ საშობაო ბაზრები განლაგებულია კიოლნის ტაძრის მიმდებარედ, რაც ამ ადგილს დამატებით სილამაზეს სძენს. კიოლნის საშობაო ბაზრებში შეხვდებით ტრადიციულ გერმანულ კერძებსა და სასმელებს, მაგალითად, ბრატვურსტს, ლებკუხენს და ცხელს ღვინოს. კიოლნის ტაძარი განსაკუთრებით ლამაზია ამ პერიოდში.

7. ტალინი, ესტონეთი

ტალინი საშობაო პერიოდში ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად ითვლება. ქალაქის შუა საუკუნეების არქიტექტურა განსაკუთრებით გამორჩეულია თოვლიან ზამთარში. შობის დროს შეგიძლიათ ლამაზად განათებულ ბაზარში დააგემოვნოთ ადგილობრივი ცხელი ღვინო და ტრადიციული ესტონური კერძები. ტალინის ბაზარი განლაგებულია შუა საუკუნეების რადჰუს მოედანზე, რომელიც შთამბეჭდავადაა მორთული საშობაო დეკორაციებით და გაჟღენთილია წარსულის ზღაპრუი ატმოსფეროთი. აქ შეხვდებით ტრადიციულ ხელნაკეთ ნივთებსაც, რომლებიც სასიამოვნო საჩუქრები იქნება საყვარელი ადამიანებისათვის.

8. ზალცბურგი, ავსტრია

ზალცბურგი საშობაო პერიოდში ნამდვილად ზღაპრული ადგილია. ზამთრის თოვლიანი მთებით და ტრადიციული ავსტრიული საშობაო ბაზრებით, ეს ქალაქი წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს. ზალცბურგის ბაზრებში შეხვდებით ტრადიციულ საკვებს, როგორიცაა „ქრისტსტოლენი“ და „ლებკუხენი“. ქალაქში ხშირად იმართება კონცერტები, რაც ამ ადგილს უფრო რომანტიკულს ხდის საშობაო სეზონზე. ზალცბურგის ულამაზესი არქიტექტურა და ალპური პეიზაჟები იდეალური გარემოა საოცარი ფოტოების გადასაღებად.

9. ედინბურგი, შოტლანდია

edinburgh at christmas

ედინბურგი, თავისი სამეფო შარმით და საშობაო ბაზრებით, საოცარ სანახაობას ქმნის დეკემბრის თვეებში. აქ საშობაო სეზონზე ბაზრები ძველ ქალაქშია განლაგებული, სადაც შეხვდებით შოტლანდიის ტრადიციულ გემრიელობებს და ცხელს ღვინოს. ედინბურგში საშობაოდ ხშირად იმართება მუსიკალური და თეატრალური შოუები, რომლებიც ქალაქს დამატებით ხიბლს ანიჭებს. თუ ძველებურ და რომანტიკულ ატმოსფეროს ეძებთ, ედინბურგი შესანიშნავი არჩევანია.

საშობაო პერიოდში ევროპის ქალაქები თავისი მორთულობებითა და ტრადიციებით განსაკუთრებულად გამორჩეული ხდება. პრაღა, ვენა, სტრასბურგი, კოპენჰაგენი, ბუდაპეშტი, კიოლნი, ტალინი, ზალცბურგი და ედინბურგი საუკეთესო მიმართულებებია, სადაც საშობაო სული და ტრადიციული ბაზრები მოგზაურობისას სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.

მოგზაურობის დაგეგმვისას, ყველა ადამიანს უჩნდება კითხვა - როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად ? ამ კითხვაზე კი პასუხი შემდეგია: უნდა იცოდე რამდენიმე ხრიკი, რაც დაგეხმარება იაფი ავიაბილეთების მარტივად მოძიებაში და ფინანსების დაზოგვაში.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია