დარიჩინისა და ლიმონის წვენის ნაზავი ჩვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის 

1579

დარიჩინისა და ლიმონის წვენის ნაზავი ჩვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

ლიმონი და დარიჩინი დაჯილდოებულია ჩვენი სხეულის სამკურნალო ნივთიერებების დიდი შემცველობით. ისინი აქტიურად გამოიყენება მედიცინაში, კულინარიასა და კოსმეტოლოგიაში. მათი კომბინირებით, ჩვენ ვიღებთ უნიკალურ საშუალებას ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ჩვენ გთავაზობთ 5 საუკეთესო რეცეპტს, რომლებიც ჩვენს სილამაზესა და ჯანმრთელობას გააუმჯობესებს.

1. აკნეს სამკურნალოდ
ერთმანეთში აურიეთ 1 ჩ/კ დაფქვილი დარიჩინი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. მიიღებთ პასტის მსგავს ნივთიერებას. წაისვით ნარევი პრობლემურ ადგილებში და დაელოდეთ 15 წუთი. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. იგი ძალიან ეფექტურია გამონაყარის დროს.

2. ართრიტის სამკურნალოდ
მილიონობით ადამიანი განიცდის ართრიტს. თუ ყოველდღიური ტკივილები გაწუხებთ, შეგიძლიათ გაამარტივოთ თქვენი ცხოვრება ამ ეფექტური საშუალების ყოველდღე მიღებით. 1 ჭიქა წყალში დაუმატეთ 1 ჩ/კ  თაფლი, 2 ჩ/კ  დაფქვილი დარიჩინი და 1 ცალი ლიმონის ნაჭერი. ეს სასმელი უნდა დალიოთ ყოველ დილით უზმოზე.

3. წონის დაკლებისთვის
თუ წონის დაკლება გჭირდებათ, ნუ მიმართავთ ხელოვნურ საშუალებებს. ლიმონი დარიჩინით შესანიშნავი საშუალებაა. ლიმონის წვენი კარგი ცხიმის დამშლელია,ხოლო დარიჩინი აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს. დაამატეთ 1 ჩ/კ დარიჩინი და 2 ჩ/კ ლიმონის წვენი 1 ჭიქა მწვანე ჩაის. ეს ჩაი უნდა მიიღოთ დღეში 2-ჯერ  დილით და საღამოს.

4. ხველებისა და გაციების დროს
ლიმონის წვენი შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალებაა. დარიჩინი აქტიურად ებრძვის ინფექციებსა და ვირუსებს. მათი კომბინაცია შესანიშნავად მოქმედებს გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ. ჩაის ჭიქაში დაამატეთ 1 ჩ/კ დარიჩინი, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი და 1 კოვზი თაფლი. დარწმუნდით, რომ ჩაი არ არის ძალიან ცხელი. მისი გამოყენებით გარანტირებულია სწრაფი გამოჯანმრთელება!

5. გაახალგაზრდავებისთვის
იმისთვის, რომ ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეთ, არ გჭირდებათ ბევრი ფულის დახარჯვა. დარიჩინი და ლიმონი ხელს უწყობს მცირე ნაოჭების აღმოფხვრას, რომლებიც ასაკთან ერთად ჩნდება. აურიეთ 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი, 1 ჩ/კ დაფქვილი დარიჩინი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. შეიზილეთ ნარევი თქვენს სახეზე მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით. გაიჩერეთ ნიღაბი 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში 2-ჯერ. და გახსოვდეთ, ლამაზი კანის გასაღები არის ჯანმრთელი ხანგრძლივი ძილი!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია