როგორ მოვიშოროთ ოფლიანობა? გაეცანით სასარგებლო რჩევებს

1867

როგორ მოვიშოროთ ოფლიანობა? გაეცანით სასარგებლო რჩევებს

ჭარბი ოფლიანობა არაერთი ადამიანის პრობლემაა. ის დისკომფორტთან და ასევე, უსიამოვნო და უხერხულ შეგრძნებებთან ასოცირედება. დღეს გასწავლით, თუ როგორ უნდა ებრძოლოთ ამ პრობლემას.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები, თუ ჭარბ-ოფლიანობა გაწუხებთ:

დილაობით გადაივლეთ გრილი შხაპი, შემდეგ ტანი დაიზილეთ წყლისა და ვაშლის ძმრის ნარევით, პროპორციით 3:1.

ახალი პომიდვრის პიურე წაისვით ტანზე და 10 წუთის შემდეგ გადაივლეთ გრილი წყალი.

სიცხეში ტანსა და სახეზე წაისვით ნატურალური ტალკით დამზადებული პუდრი, რომელიც იოლად შთანთქავს ცხიმს.

დილით დალიეთ 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი. იგი ორმაგ სამსახურს გაგიწევთ. ვაშლის ძმარი არამარტო ამცირებს ოფლის გამოყოფას, არამედ არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

ეცადეთ, სიცხეში თევზი, ხორცი, ძეხვი, შებოლილი, ცხარე და მწარე საჭმელები იშვიათად მიირთვათ.
შეიკავეთ თავი ალკოჰოლისა და ყავისგან. სამაგიეროდ, მიირთვით ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები ( მაწონი, კეფირი, იოგურტი და ა.შ.).

ვინც ღამით ოფლიანობს, რეკომენდირებულია, დღეში 1-2-ჯერ მიიღოს გლერძის ნაყენი. ამისთვის აიღეთ 1 ჩაის კოვზი გლერძი და 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი.

ასევე ფეხის ოფლიანობას ამცირებს შემდეგი სახის აბაზანა:
3 მლ/ლ წყალში გახსენით 1 ს/კ ძმარი, დაამატეთ თითო ს/კ  შვიტისა და მუხის ქერქის ნაყენი, შემდეგ ფეხები ჩაყავით ამ ნარევში 10 წუთის განმავლობაში. ბოლოს გადაივლეთ ცივი წყალი.

ყოველდღე გაისუფთავეთ ფეხის ტერფებზე არსებული გაუხეშებული, გარქოვანებული კანი. ასევე სასურველია რომ, ატაროთ ნატურალური მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელი.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია