გოგრის თესლის რძე თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებებისგან გაგკურნავთ! გთავაზობთ რეცეპტს მის მოსამზადებლად.
გოგრის თესლში უხვად არის მიკროელემენტები: თუთია, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ასეთი შემადგენლობის წყალობით გოგრის თესლს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. კერძოდ, მას აქვს შარდმდენი და მსუბუქი გამხსნელი მოქმედება, ამაგრებს გულის კუნთს, აფერხებს კუჭსა და ნაწლავებში აირთა წარმოქმნას, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, ხელს უწყობს თმის ზრდას, გამოაქვს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების მარილები.
თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს კარგია გოგრის თესლისგან მომზადებული რძე. მის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩაის ჭიქა გარჩეული თესლი, ბლენდერით ათქვიფეთ და თანდათან უმატეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გაწურეთ კარგად, ნალექიანად.
მიიღეთ სამ ულუფად მთელი დღის განმავლობაში.
თირკმელებისთვის სასარგებლოა გოგრის თესლის ჩაი: გამომშრალი თესლი დაფქვით ყავის საფქვავში, 1 ჩაის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და მიირთვით.
აუცილებლად სანახავი:როგორ შევაჩეროთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი ინგრედიენტი და 100% იანი შედეგი
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე გადაამოწმოთ ხართ თუ არა ალერგიული რომელიმე პროდუქტის მიმართ. ასევე, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.