როგორ მივიღოთ სქელი და ვარდისფერი ტუჩები ბუნებრივი გზით?
ლამაზი ვარდისფერი ტუჩები ყველა ქალის(და ალბათ არამარტო) ოცნებაა. თუ გაწუხებთ უფერული, კანისფერი ან მოლურჯო ფერის ტუჩები, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარებაში. ამისთვის არც ბევრი ფულის დახარჯვა დაგჭირდებათ, არც ბევრი დროის და არც ბევრი ძალისხმევის. მისი მომზადება ძალიან მარტივია, მასში შემავალი ინგრედიენტები შეიძლება თქვენს სამზარეულოშიც კი იპოვოთ.
გთავაზობთ 10 საშინაო სამკურნალო საშუალებას, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ მიიღოთ სქელი და ვარდისფერი ტუჩები:
- ნუშის ზეთი
თუ ტუჩები გამოშრება, 5-6 წვეთი ნუშის ზეთი შეურიეთ სუფრის კოვზ თაფლს და შემდეგ წაისვით ნარევი ტუჩებზე. გაიმეორეთ ეს პროცესი და თქვენი ტუჩები რბილი და ნაზი იქნება რამდენიმე დღეში!
- ჭარხალი
ჭარხლის ფერი დაგეხმარებათ ტუჩის ფერის აღდგენაში. თქვენ მხოლოდ ძილის წინ ტუჩებს წაუსვით ჭარხლის ახალი წვენი. ტუჩები დაიბანეთ მეორე დღეს.
- კენკრა
კენკრას აურიეთ ნახევარი სუფრის კოვზი ჟოლოს წვენი, დაუმატოთ ალოე ვერას გელი და თაფლი. შემდეგ წაისვით ნარევი თქვენს ტუჩებზე და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. დროის გასვლისას ჩამოიბანეთ ნარევი თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
- შაქარი
გჭირდებათ მხოლოდ სამი სუფრის კოვზი გრანულირებული შაქარი და ორი სუფრის კოვზი კარაქი. აურიეთ ინგრედიენტები და წაისვით ნარევი თქვენს ტუჩებზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ, ტუჩების ბუნებრივი ფერის აღსადგენად.
- ვარდი
შეურიეთ ერთმანეთს 2 წვეთი ვარდის წვენი და 2 წვეთი თაფლი, წაისვით ნარევი ტუჩებზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 3-4-ჯერ.
- ბროწეული
დაგჭირდებათ ერთი ბროწეულის მარცვალი, რძის კრემი და ვარდის წყალი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და წაისვით ნარევი ტუჩებზე. შემდეგ ჩამოიბანეთ ტუჩები თბილი წყლით. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, გააკეთეთ ეს დღეში ერთხელ.
- ლიმონი
ძილის წინ ტუჩებზე წაისვით ლიმონის წვენი. საუკეთესო შედეგის მისაღწევად ეს პროცედურა გაიმეორეთ 1-დან 2 თვემდე
- თაფლი
ყოველდღე საღამოს წაისვით თაფლი ტუჩებზე. დილით კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- ზეითუნის ზეთი
დაიდეთ 1 წვეთი ზეითუნის ზეთი ტუჩებზე, შემდეგ კი ნაზად შეიზილეთ. გაიმეორეთ აღნიშნული პროცედურა ყოველ დღე.
- კიტრის ნაჭრები
აიღეთ 1 ცალი კიტრის ნაჭერი. ნაზად წაუსვით ტუჩები. ამის პროცესის ყოველდღე გამეორება ხუთი წუთის განმავლობაში დაგეხმარებათ მიიღოთ ნაზი და ჰაეროვანი ტუჩები.
მათი გამოყენება ნამდვილად ღირს..