რისი გაკეთება შეუძლია დღეში 1 ბანანის ჭამას თქვენი ორგანიზმისთვის

2386

რისი გაკეთება შეუძლია დღეში 1 ბანანის ჭამას თქვენი ორგანიზმისთვის

ბანანი მრავალმხრივი ხილია, რომელსაც არაერთი დადებითი თვისება აქვს ჩვენი ორგანიზმისთვის. ის მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ბუნებრივ შაქარს, როგორიცაა საქაროზა, ფრუქტოზა და გლუკოზა. ბანანს აქტიურად მოიხმარენ სპორტსმენები ენერგიის მოსამატებლად. თუმცა ბანანი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ენერგიის წყარო. მას შეუძლია დაეხმაროს დაავადებების განკურნებასა და პრევენციაში:

დეპრესია
დეპრესიით დაავადებული ადამიანების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბანანის ჭამის შემდეგ ბევრმა ადამიანმა თავი უკეთ იგრძნო.

PMS
დაივიწყეთ აბები, მიირთვით ბანანი. ვიტამინი B6, რომელიც ბანანში გვხვდება, არეგულირებს გლუკოზის დონეს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს განწყობაზე.

ანემია
ბანანში დიდი რაოდენობით რკინა ასტიმულირებს ჰემოგლობინის გამომუშავებას და ამით ამცირებს ანემიის ალბათობას, მაგრამ ასევე ეხმარება მის მკურნალობას.

სისხლის წნევა
ეს უნიკალური ხილი მდიდარია კალიუმით, მაგრამ დაბალია მარილით, რაც მას იდეალურ ბალანსს წარმოადგენს მაღალი წნევის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ყაბზობა
ბანანი მდიდარია ბოჭკოთი, რაც ხელს უწყობს ყაბზობის მოხსნას საფაღარათო საშუალებების გამოყენების გარეშე.

გულძმარვა
ბანანი ბუნებრივი ინგრედიენტებით მოქმედებს სხეულის მჟავიანობის საწინააღმდეგოდ, რაც მათ იდეალურ მოკავშირედ აქცევს გულძმარვასთან ბრძოლაში.

კოღოს ნაკბენი
მწერების ნაკბენის დროს, სანამ ქიმიურ საშუალებების გამოყენებას დაიწყებთ, სცადეთ ბანანის ქერქის დადება ნაკბენზე. ეს შეამცირებს შეშუპებას და გაათავისუფლებს ქავილს.

ნერვები
ბანანი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რაც ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

წყლულები
ბანანს იყენებენ საკვებად, რომელიც ეხმარება ნაწლავების დარღვევას რბილი სტრუქტურისა და სიგლუვის გამო. ეს ერთადერთი ხილია, რომლის უსაფრთხო მოხმარება დაავადების უმძიმესი ფორმების დროსაც კი შეიძლება. ბანანი ანეიტრალებს ორგანიზმის მჟავიანობას და ამცირებს გაღიზიანებას კუჭის შიგნითა გარსით.

ვაშლთან შედარებით მას აქვს ოთხჯერ მეტი ცილა, ორჯერ მეტი ნახშირწყლები, სამჯერ მეტი ფოსფორი, ხუთჯერ მეტი ვიტამინი A და რკინა და ორჯერ მეტი სხვა ვიტამინები და მინერალები. ის ასევე მდიდარია კალიუმით.ეს ყოველივე საკმარისია, რომ  ყოველდღე მიირთვათ 1 ცალი ბანანი.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია