გაწუხებთ სახსრების ტკივილი, თირკმელები და გულის დაავადებები? მაშინ სახლში ბევრი გრეიფრუტი მოიმარაგეთ

1713

გაწუხებთ სახსრების ტკივილი, თირკმელები და გულის დაავადებები? მაშინ სახლში ბევრი გრეიფრუტი მოიმარაგეთ

გრეიფრუტი უნიკალური ციტრუსია, რომელიც მრავალ დაავადებას შველის.სასარგებლოა მისი რბილობი, კანი და კურკა. ის არის კიბოს, ინსულტის პროფილაქტიკის ეფექტური საშუალება, ძალიან კარგად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე, ამცირებს ქოლესტერინის, შაქრის დონეს, ებრძვის ჭარბ წონას.

გაიგეთ უფრო მეტი გრეიფრუტის სასარგებლო თვისებების შესახებ:

1. გრეიფრუტი 92%-ით წყლისგან შედგება, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ხილს შორის. ვინაიდან წყალი არის ჩვენი ორგანიზმის და შესაბამისად ჩვენი ფუნქციონირების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მიერ მიღებული სითხის 20% საკვებ პროდუქტებზე მოდის, ამდენად გრეიფურტის საკვებ რაციონში ჩართვით, ყოველდღიური წყლის რაოდენობასაც მნიშვნელოვნად გაზრდით.

2. რიგი კვლევების თანახმად გამოვლინდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკვების მიღებამდე ნახევარ გრეიფრუტს მიირთევენ ცოცხლად ან ახლადგამოწურული წვენის სახით, უფრო მარტივად იკლებენ წონაში. ნახევარ გრეიფრუტში საშუალოდ 39 კილოკალორიაა, ეს ცნობისთვის.

3. თეთრი ფენა, რომელიც გრეიფრუტის კანსა და რბილობს შორისაა მოთავსებული და რომელსაც, როგორც წესი, კანთან ერთად სანაგვე ყუთში გადავუძახებთ ხოლმე, ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით და მკვებავი ნივთიერებებით, ხსნადი უჯრედისით, მეტად გვანაყრებს და დადებითად მოქმედებს გლუკოზის რეაქციებზე. ასე, რომ მომწარო გემოს მიუხედავად, დიეტოლოგები მაინც გვირჩევენ ამ თეთრი ნაწილის მირთმევასაც.

5. მოწითალო გრეიფრუტი გაცილებით მეტი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიდრე ფორთოხლისფერი. ანტიოქსიდანტი ბეტაკაროტინი განსაზღვრავს ამ წითელ ფერს, ხოლო ლიკოპენი კი გულის დაავადებების და გარკვეული სახის სიმსივნეების განვითარების რისკს ამცირებს.

6. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, უმჯობესია გრეიფრუტის ცოცხლად, ხილის სახით მირთმევა, ვიდრე წვენის სახით.

7. გრეიფრუტი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
8. ადამიანი გამოჰყავს სიმთვრალის მდგომარეობიდან და ხსნის ალკოჰოლის ტოქსიკურ ზემოქმედებას.
9. ხელს უწყობს ღვიძლის ფერმენტების გამომუშავებს.
10. აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აბრკოლებს ათეროსკლეროზული კვანძების წარმოქმნას. გრეიფრუტს შეუძლია 15.5%-ით დაბლა დასწიოს ცუდი ქოლესტერინის დონე ორგანიზმში, ამტიცებენ ამერიკელი ექიმები გარკვეულ კვლევებზე დაყრდნობით. ეს კი, თავის მხრივ, დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ჯანმრთელობაზე.
11. გრეიფრუტის ეთერზეთები დაგეხმარებათ სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში.
12. აგრეთვე, ექსპერტების რეკომენდაციით, დღეში ნახევარი ჭიქა გრეიფურტის სუფთა წვენი და ვაშლის ძმარი სახსრების დაავადებების თავიდან მოცილებაში დაგეხმარებათ.
13. თირკმლების ანთება, ინფიცირებული უჯრედები და კენჭის პრობლემა – ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად ისევ გრეიფრუტი გვევლინება.

არც ერთ შემთხვევაში არ მიირთვათ წნევის წამლებთან ერთად, მიიღეთ წამლის დალევამდე 3 საათით ადრე. არ მიირთვათ გრეიფრუტი, თუ სვამთ ნერვოზისგან გამოწვეულ დაავადებების წამლებს.

 

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია